Jump to content

RTX 4090-ის საშუალო ფასმა აშშ-ში 2 ათას აშშ დოლარს, ევროპაში კი 2 ათას ევროს გადააჭარბა


Recommended Posts

NVIDIA-ს ფლაგმანურ გეიმინგ ვიდეო ბარათ GeForce RTX 4090-ის საშუალო ღირებულებამ მიაღწია 2000 დოლარს აშშ-ში და 2000 ევროს ევროპის მსხვილ საცალო ვაჭრობაში, აცხადებს VideoCardz. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მსხვილ ამერიკულ საცალო ქსელ BestBuy-ზე GeForce RTX 4090 სრულად გაიყიდა. რითეილერ MicroCenter-ს დარჩა ამაქარებლის შეზღუდული მარაგი. ამასთან, ვიდეო ბარათის ყიდვა ონლაინ არ შეიძლება - შესაძენად მაღაზიაში მისვლაა საჭირო. ეტალონურ ვერსია GeForce RTX 4090 Founders Edition-ის პოვნა არსადაა შესაძლებელი - აცხადებს VideoCardz. ამასთან, GeForce RTX 4090-ის ყველაზე დაბალფასიანი ვერსია 1999 აშშ დოლარად შემოთავაზებულია GameStop-ის ქსელში, რომელიც სპეციალიზებულია თამაშების და არა კომპიუტერული აღჭურვილობის გაყიდვაზე. ასეთ ფასად ფლაგმანის ყიდვა ასევე შესაძლებელია რითეილერ Newegg-ზე. ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია MSI-ს წარმოების ვიდეო ბარათი თხევადი გაგრილების სისტემით. ვიდეო ბარათის მარაგი ძალიან მცირეა - ზოგ მაღაზიაში მხოლოდ თითო ცალია შემორჩენილი. ზოგიერთი რითეილერი მზადაა მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა მწარმოებლის GeForce RTX 4090-ის მხოლოდ ერთი ან ორი ვარიანტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: PCPartPicker 

პორტალ Hardware.info-ს მონაცემებით ევროპაში GeForce RTX 4090-ის საშუალო ფასი 2068 ევროა, რაც 16/9%-ით მეტია ერთი თვის წინანდელ ფასთან შედარებით. ამრიგად, ამაჩქარებელი შემოთავაზებულია ბოლო სარეკომენდაციო ფას 1829 ევროზე ბევრად ძვირად და თავდაპირველ 1949 ევროზე ძვირადაც კი, რომელიც გაყიდვების დაწყების წინ დაწესდა. მაისში ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ფასი 1769 ევრომდე შემცირდა, ასევე ბევრმა მაღაზიამ ფასი 1700 ევრომდე და უფრო ქვემოთაც დაწია. ნოემბერში ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი ევროპაში 1829 ევრომდე გაიზარდა, თუმცა მისი რეალური საშუალო ფასი მაღაზიებში 1950 ევროს შეადგენს. ქვემოთ მოცემულია ევროპაში GeForce RTX 4090-ის სარეკომენდაციო ფასის დინამიკა: 

  • 2022 წლის ოქტომბერი - 1949 ევრო; 
  • 2023 წლის თებერვალი - 1859 ევრო; 
  • 2023 წლის მარტი - 1819 ევრო; 
  • 2023 წლის მაისი - 1769 ევრო; 
  • 2023 წლის ოქტომბერი - 1799 ევრო; 
  • 2023 წლის ნოემბერი - 1829 ევრო. 

GeForce RTX 4090-ზე ფასების მკვეთრი ზრდის სავარაუდო მიზეზი არის ახალი საექსპორტო შეზღუდვები მაღალი წარმადობის გრაფიკული ამაჩქარებლების მიწოდებაზე, რომელიც შემოიღო აშშ-ის ხელისუფლებამ გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებაში, შეზღუდვებს შორის შედიოდა RTX 4090.  NVIDIA-მ მნიშვნელოვნად გაზარდა GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათების მიწოდება ჩინეთში, ხოლო დეფიციტი განვითარდა სხვა რეგიონებში. თუმცა, 16 ნოემბრის მდგომარეობით, არც NVIDIA-ს და არც მის პარტნიორებს აღარ აქვთ უფლება მიაწოდონ ეს ვიდეო ბარათები ჩინეთს. ამის საფუძველზე VideoCardz მიიჩნევს, რომ RTX 4090-ის საფასო მდგომარეობა მომავალში უნდა დასტაბილურდეს, თუმცა არა იმ ბაზრებზე, სადაც მისი მიწოდება ოფიციალურად აიკრძალა. 

 

Link to comment
Share on other sites

მაინინგთან ეგ გაზრდა არაფერ შვაშია, ჩინეთში აგრძალა შტატებმა მაგ 4090 კარტების ჩიპების გაყიდვა, ამიტომ შავი ბაზარი ამუშავდა მომენტალურათ და ბევრმა დაიწყო მაინინგ რიგებიდან მაგ კარტების შავ ბაზარზე გამოყრა დიდ აბიომებში, არ გამოვრიცხავ მაინინგშიც მაგის გამო დაიწყო ვირუჩკამ გაზრდა ბიტკოინში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.