Magdalena Posted November 25, 2023 Posted November 25, 2023 უახლესი მაღალი წარმადობის პროცესორი Ryzen Threadripper PRO 7995WX რეკორდებს ამყარებს სხვადასხვა ბენჩმარკზე. ოვერქლოქერებმა შეძლეს 6-გიგაჰერციანი ბარიერის გადალახვა 96-ვე ბირთვზე, რამაც ჩიპს Cinebench R23-ზე მრავალნაკადიანი წარმადობის ახალი რეკორდის დამყარების საშუალება მისცა. ფოტოს წყარო: VideoCardz AMD-მ მისი მაღალი წარმადობის Ryzen Threadripper 7000 სერიის სამუშაო სადგურის პროცესორების მიმოხილვების გამოქვეყნება ახლახანს დაუშვა, თუმცა მთელი მსოფლიოს ოვერქლოქერები უკვე ერთი თვეა ამ სერიის პროცესორების მეშვეობით რეკორდების დამყარებაში ერთმანეთს კონკურეციას უწევენ. ფოტოს წყარო: HWBOT ენთუზიასტების სასურველი არჩევანია ფლაგმანური 96-ბირთვიანი Ryzen Threadripper PRO 7995WX. ამ პროცესორის აჩქარება უკვე მოხდა ჰაერით, თხევადი გაგრილებით, თხევადი აზოტით და ყოველ ჯერზე იზრდებოდა მისი სიჩქარე. HWBOT-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა აჩქარებისა და წარმადობის ჩანაწერებს აქვეყნებს, Ryzen Threadripper PRO 7995WX, რომელიც ოვერქლოქერების სხვადასხვა გუნდის მიერ იქნა აჩქარებული, შემდეგ შედეგებს აფიქსირებს Cinebench R23-ზე მრავალნაკადიან ტესტებში: 118 642 ქულა ჰაერით გაგრილებისას; 148 053 ქულა თხევადი გაგრილების სისტემის გამოყენებისას; 177 050 ქულა თხევადი აზოტის გამოყენებისას. AMD-მ 10 ოქტომბერს თავის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებიც გამოაქვეყნა; აჩქარებულმა Ryzen Threadripper PRO 7995WX-მა 184028 ქულა დააფიქსირა. წარმადობის ახალი რეკორდი ახლახანს მიწეულ იქნა გუნდის მიერ, რომლებშიც შედიოდნენ Elmor, der8auer და Shamino. მათი შედეგია 201501 ქულა Cinebench R23-ის მრავალნაკადიან ტესტში. ეს შედეგი 52%-ით აღემატება Intel-ის 56-ბირთვიან აჩქარებულ Xeon W9-3495X-ს. ამასთან Ryzen Threadripper Pro 7995WX-ის ენერგომოხმარება რეკორდის დამყარების დროს თითქმის 1600 ვატს შეადგენდა. შედარებისთვის, Xeon W9-3495X აჩქარებისას მოიხმარდა 1880 ვატს. თუმცა, Elmor-ის გუნდი მოწინავე ადგილზე დიდხანს არ გაჩერებულა. მათი ტესტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ამერიკელმა ენთუზიასტმა SEBY9123-მა გამოაქვეყნა მონაცემები ჩიპის 6039 მჰც-მდე აჩქარების შესახებ: Cinebench R23-ის მრავალნაკადიან ტესტში მიაღწია 202582 ქულას. შემდეგ კი სამხრეთკორეელმა ოვერქლოქერმა safedisk-მა პროცესორის სიხშირე 6250 მჰც-მდე გაზარდა, რის შედეგად Cinebench R23-ზე მიაღწია 210702 ქულას. https://tinyurl.com/mvcm3kzf 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.