Jump to content

MediaTek-მა წარადგინა ქვეფლაგმანური მობილური პროცესორი Dimensity 8300 ძლიერი ხელოვნური ინტელექტის ძრავით


Recommended Posts

MediaTek-მა დააანონსა ერთკრისტალიანი პლატფორმა Dimensity 8300, რომელიც განკუთვნილია ფლაგმანურსმარტფონებისთვის. მასში წარმოდგენილია მაღალი წარმადობის ცენტრალური პროცესორი და მძლავრი გრაფიკული პროცესორი, ამაჩქარებელი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისთვის, აგრეთვე თანამედროვე სწრაფი მეხსიერების და აქტუალური უსადენო პროტოკოლების მხარდაჭერა. ამასთან ახალი პროცესორი გაზრდილი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: mediatek.com 

MediaTek Dimensity 8300-ს აქვს 8-ბირთვიანი პროცესორი უახლეს არქიტექტურა Arm v9-ზე დამყარებული ოთხი Arm Cortex-A715 და ოთხი Cortex-A510 ბირთვით - წინა თაობის ჩიპთან შედარებით წარმადობა გაიზარდა 20%-ით, ენერგოეფექტურობა - 30%-ით. განახლებულ გრაფიკულ პროცესორ Mali-G615 MC6-ის წარმადობა 60%-ით, ხოლო ენერგოეფექტურობა 55%-ით მეტია წინამორბედთან შედარებით. მხარდაჭერილია LPDDR5x ოპერატიული მეხსიერება  8533 მბ/წამამდე სიჩქარით და UFS4.0 MCQ, რომლებიც შესაბამისად 33% და 100%-ით უფრო სწრაფია  გასული თაობის მობილურ პროცესორთან შედარებით - აცხადებს MediaTek. 

Dimensity 8300-ის უმნიშვნელოვანესი სიახლეა ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ამაჩქარებელი APU 780, რომელსაც აქვს Stable Diffusion ტიპის მოდელების და 10 მილიარდამდე პარამეტრის მქონე დიდი ენობრივი მოდელების მხარდაჭერა. ამაჩქარებლის წარმადობა 3.3-ჯერ მეტია Dimensity 8200-თან შედარებით. ხელმისაწვდომია 14-ბიტიანი გამოსახულების დამუშავების პროცესორი MediaTek HDR-ISP Imagiq 980, რომელიც 4K-ვიდეოს 60 კადრი წამში სიჩქარით გადაღების საშუალებას იძლევა და აქვს HDR-ის მხარდაჭერა. 

თამაშებში მაღალი წარმადობა არ ნიშნავს იმას, რომ ბატარეა სწრაფად განიმუხტება: ტექნოლოგია MediaTek HyperEngine ახდენს პლატფორმის გამომთვლელი რესურსების ოპტიმიზაციას და გააკონტროლებს ენერგიის ხარჯვას. შედეგად სმარტფონი არ გადახურდება, წარმადობა შენარჩუნდება მაღალ დონეზე, ბატარეა დააფიქსირებს ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივ დროს, ხოლო მომხმარებელი მიიღებს კადრის განახლების მაღალ სიხშირეს, დაბალ შეყოვნებას და ეკრანზე დინამიურ მოძრაობას. 

ინტეგრირებული 5G-მოდემი აკმაყოფილებს 3GPP Release-16 სტანდარტის მოთხოვნებს, რომელიც მიმართულია ქსელის სტაბილური მუშაობისკენ სუსტი სიგნალის პირობებში - რესურსების ოპტიმიზაცია ხელს უწყობს კავშირის სიჩქარისა და დიაპაზონის გაზრდას 6 გჰც-მდე დიაპაზონში; შემომავალ არხზე მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 5.17 გბ/წმ-ს. MediaTek 5G UltraSave 3.0+ ტექნოლოგია ხელს უწყობს ენერგმოხმარების შემცირებას 20%-ით წინა თაობის ჩიპთან შედარებით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E სტანდარტ 160 მჰც დიაპაზონით და ჰიბრიდული პარალელური კავშირი Wi-Fi-ს და Bluetooth-ის ფორმატით, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ ურთიერთკავშირს ყურსასმენს, უსადენო გეიმპადებს და სხვა პერიფერიულ მოწყობილობებს შორის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.