Jump to content

Intel Lunar Lake MX მობილურ პროცესორებს ექნება 32 გბ-მდე ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერება და ახალი თაობის გრაფიკა


Recommended Posts

ინფორმატორ YuuKi-AnS-ის მიერ გაზიარდა დეტალები Intel- სამომავლო პროცესორების შესახებ, რომელთა სამუშაო სახელწოდებაა Lunar Lake MX. ამ ჩიპების ენერგომოხმარება 8-დან 30 ვატამდეა და, როგორც მოსალოდნელია, ისინი ჩაანაცვლებენ Meteor Lake-U სერიას, რომელთა ოფიციალური წარდგენა ჯერ არ შემდგარა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: X / YuuKi_AnS 

რსებული ცნობების თანახმად Lunar Lake პროცესორების არქიტექტურა შემუშავდა კომპანია Microsoft-თან ერთად პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის ენერგოეფექტური ინტეგრაციისთვის. ჩიპების შემადგენლობაში გამოყენებული იქნება ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის პროცესორი NPU (Neural Processing Unit), აგრეთვე ინტეგრირებული გრაფიკა Xe2-LPG არქიტექტურით. მოსალოდნელია, რომ Lunar Lake იქნება პროცესორების პირველი სერია, რომელშიც გამოყენებული იქნება გრაფიკა Arc Battlemage-ის ენერგოეფექტური ვერსია. კერძოდ, მონაცემები მიუთითებს, რომ Core 7 სერიის პროცესორებს ექნება რვამდე Xe2 გრაფიკული ბირთვი. 

image.jpeg 

Lunar Lake პროცესორების გრაფიკულ არქიტექტურაში გამოყენებული იქნება 64 ვექტორული ძრავი. ახალი თაობის პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკაში მხარდაჭერილი იქნება ტექნოლოგია Systolic AI,სუპერმასშტაბირება“, აგრეთვე რეითრეისინგი რეალურ დროში. აგრეთვე ცნობილია, რომ  Lunar Lake MX-ის გრაფიკაზე მხარდაჭერილი იქნება DisplayPort 1.4, HDMI 2.1, eDP 1.4, eDP 1.5 და ვიდეოს კოდირების აპარატული მხარდაჭერა VVC/H.266. 

Lunar Lake-ის ინტეგრირებული გრაფიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია 16 ან 32 გბ ვიდეომეხსიერება. Intel გეგმავს გამოუშვას გამომთვლელი და გრაფიკული ბირთვების მქონე კონფიგურაციის მინიმუმ ოთხი ვარიანტი Lunar Lake სერიაში. პროცესორები გამომთვლელი არქიტექტურა შემდგარი იქნება მაღალი წარმადობის P-ბირთვების - Lion Cove-ისა და ენერგოეფექტური E-ბირთვების - Skymont-ის კომბინაციისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამომთვლელი ბირთვების კრისტალი იწარმოება TSMC-ის 3-ნანომეტრიანი N3B ტექნოპროცესით. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ Lunar Lake MX სერიაში შევა შემდეგი კონფიგურაციები: 

  • Core 7  32 გბ მეხსიერებით - 4 P-ბირთვი + 4 E-ბირთვი + 8 გრაფიკული ბირთვი Xe2-LPG; 
  • Core 7  16 გბ მეხსიერებით - 4 P- + 4 E-ბირთვი + 8 გრაფიკული ბირთვი Xe2-LPG; 
  • Core 5  32 გბ მეხსიერებით - 4 P-ბირთვი + 4 E-ბირთვი + 7 გრაფიკული ბირთვი Xe2-LPG; 
  • Core 5 16 გბ მეხსიერებით - 4 P-ბირთვი + 4 E-ბირთვი + 7 გრაფიკული ბირთვი Xe2-LPG. 

მჟამად არსებული მონაცემებით Lunar Lake MX პროცესორებს ექნება ორარხიანი ჩიპში ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. პროცესორში მეხსიერების ინტეგრირება Intel-ს ხელს შეუწყობს დაზოგენერგომოხმარება ჯამში ყველა პლატფორმაზე, აგრეთვე ეს მიდგომა გამოიწვევს სასიგნალო არხების რაოდენობის შემცირებას დედა დაფებზე. ასევე დაიზოგება ადგილი დაფაზე (დაახლოებით 100-250 მმ2-ით). Lunar Lake MX პროცესორების შეფუთვის ზომაა 27.5 × 27 მმ. პროცესორის შემადგენლობაში გამოყენებული იქნება სამი ჩიპლეტი: CPU, GPU, აგრეთვე ცალკეული SoC. კრისტალზე ჩიპლეტები გაერთიანდება ტექნოლოგია Foveros-ით. 

image.jpeg 

image.jpeg 

Lunar Lake MX პროცესორებზე მხარდაჭერილი იქნება ინტერფეისები PCIe 5.0 x4 და PCIe 4.0 x4, Thunderbolt 4 და სამი USB4. გარდა ამისა, მითითებულია Wi-Fi 7 და Bluetooth 5.4 პროტოკოლების მხარდაჭერა, რომელთა მუშაობას უზრუნველყოფს ქსელის ბარათი BE201 ინტერფეისით CNVio3. 

image.jpeg 

გამოქვეყნებულ სლაიდებზე ჩანს, რომ 8 ვატი ენერგომოხმარების მქონე Lunar Lake MX ჩიპების გამოყენება შესაძლებელი იქნება აქტიური გაგრილების გარეშე, ხოლო 17-30 ვატი ენერგომოხმარების პროცესორებთან საჭირო იქნება ლეპტოპის შემდგენლობაში აქტიური გაგრილების სისტემის გამოყენება. ასევე აღინიშნება, რომ ინტეგრირებული გრაფიკა Arc Xe2-LPG 12 ვატი TDP-ის დონით შეძლებს უზრუნველყოს 2.5 Tflops დონის წარმადბა ერთეული სიზუსტის ოპერაციებში, რაც ჩიპ Apple M1-ში არსებული გრაფიკის ეკვივალენტურია. ამავე დროს, სამომავლო პროცესორების წარმადობის მაქსიმალური მაჩვენებელია 3.8 Tflops, რაც ნაკლებია Apple M2 ჩიპის შესაძლებლობასთან შედარებით. 

image.jpeg 

დიდი აქცენტი ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და Meteor Lake-თან შედარებით პოტენციურად უფრო მძლავრ ინტეგრირებულ გრაფიკაზე იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ Lunar Lake MX აგრეთვე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი თაობის პორტატულ გეიმინგ კონსოლებში. 

Intel Lunar Lake MX პროცესორების ოფიციალური ანონსი და დებიუტი მოსალოდნელია 2024 წელს. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.