Jump to content

Bloomberg: Tether 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას დებს Bitcoin-ის მაინინგში


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg 

Tether, რომელიც უშვებს ყველაზე პოპულარულ Stablecoin USDT-ს, გეგმავს 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას პირველი კრიპტოვალუტის მოპოვებაში, აცხადებს Bloomberg. 

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თანხები გამოიყოფა მაინინგ საწარმოების შესაქმნელად და სხვა კომპანიებში წილების შესაძენად. 

„ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ Bitcoin-ის მაინინგ ეკოსისტემის ნაწილი. რაც შეეხება გაფართოებას, ახალი ქვესადგურების და სხვა ობიექტების მშენებლობას, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ“, - განაცხადა Tether-ის გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ. 

მისი თქმით ფერმები უკვე იქმნება ურუგვაიში, პარაგვაიში და სალვადორში. თითოეული მათგანის სიმძლავრე 40-დან 70 მეგავატამდე მერყეობს. კომპანიის მიზანია მიაღწიოს პირველი კრიპტოვალუტის გლობალური ქსელის ჰეშრეითის 1%-ს. 

„1%-იანი საბაზრ წილი, სავარაუდოდ, Tether-ს Bitcoin-ის უმსხვილესი მაინერების ტოპ 20-ში შეიყვანს. კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში Tether-ის მნიშვნელობისა და მისი ფინანსური სიძლიერის გათვალისწინებით დროთა განმავლობაში ბაზრის წილი სავარაუდოდ გაფართოვდება საწყის მიზნის მიღმა,“ - განაცხადა კვლევით კომპანია MinerMetrics-ის ხელმძღვანელმა ჯარან მელერუდმა. 

მოგვიანებით არდოინომ აღნიშნა, რომ კომპანია აპირებს გაზარდოს საკუთარი წარმოების სიმძლავრე 120 მეგავატამდე მიმდინარე წლის ბოლომდე და 450 მეგავატამდე - 2025 წლის ბოლომდე. ამ მიზნების მისაღწევად უკვე 150 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი. 

ტოპ მენეჯერმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მაინინგის ოპერაციები უკვე მომგებიანია აქტივის გაძვირების გამო. აღჭურვილობა მოთავსებულია დიდ კონტეინერებში, რათა მათი სწრაფად გადატანა შესაძლებელი გახდეს ახალ ადგილას უფრო იაფი ელექტროენერგიის გამო. 

„როგორც კერძო კომპანიას, რომელიც გამოიმუშავებს უზარმაზარ ფულს თუნდაც დათვურ ბაზარზე, Tether-ს ცალსახად გააჩნია ფართომასშტაბიანი კონტრციკლური ინვესტიციების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა“, - აღნიშნა მელერუდმა. 

ივნისში USDT-ის ემიტენტი მონაწილეობდა Volcano Energy-ის 1 მლრდ აშშ დოლარის Bitcoin-ის მაინინგ პროექტის დაფინანსების პირველ რაუნდში სალვადორში. 

ინიციატივა მიზნად ისახავს პირველი კრიპტოვალუტის მოპოვებას მზისა და ქარისგან განახლებადი ენერგიის გამოყენებით. 

Northern Data-მა Tether-თან გააფორმა ხელშეკრულება 575 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის დაფინანსების შესახებ. 

კომპანია თანხებს გამოიყენებს Bitcoin-ის მაინინგის ოპერაციების მასშტაბირებისთვის თავის ბიზნეს Peak Mining-ის თხევადი გაგრილების ტექნოლოგიების მეშვეობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.