Magdalena Posted November 20 Share Posted November 20 ტაივანურ რესურს ET News-ის მიხედვით 2027 წლისთვის Apple-ს ასორტიმენტში ექნება ცხრა ახალი მოწყობილობა OLED დისპლეით. ამჟამად OLED დისპლეები გამოიყენება iPhone სმარტფონებში (გარდა iPhone SE-ისა), ასევე Apple Watch სმარტ საათებში. ფოტოს წყარო: MacRumors მომავალ წელს ორივე iPad Pro მოდელის OLED დისპლეით გამოშვების შემდეგ Apple გეგმავს OLED ტექნოლოგიის დანერგვას iPad mini და iPad Air პლანშეტებში 2026 წელს, აცხადებს ET News. ამავდროულად, iPad Air ეკრანის დიაგონალი - 10.9 დუიმი უცვლელი დარჩება, ხოლო iPad mini მოდელს ექნება ამჟამინდელი 8.3 დუიმის ნაცვლად 8.7-დუიმიანი OLED ეკრანი. შემდეგ, 2027 წელს, OLED დისპლეი გამოჩნდება 12.9-დუიმიან iPad Air პლანშეტში, რომელიც მომავალ წელს გამოვა LCD დისპლეით. ET News-ის წყაროების თანახმად Apple გეგმავს გამოიყენოს დაბალი ტემპერატურის პოლიკრისტალური ოქსიდის (LTPO) OLED პანელები iPad Pro პლნშეტებში და დაბალი ტემპერატურის პოლიკრისტალური სილიკონის (LTPS) პანელები iPad mini-სა და iPad Air-ში. ეს ნიშნავს, რომ ProMotion ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ეკრანს კადრის განახლების სიხშირე 120 ჰც-მდე გაზარდოს, ექსკლუზიური დარჩება high-end მოდელებში. მოსალოდნელია, რომ 2027 წელს Apple დაიწყებს გაუმჯობესებული ფერების გადმოცემის შესაძლებლობის მქონე შემდეგი თაობის OLED-ეკრანების მქონე iPad Pro-ს გამოშვებას BOE-ს ტექნოლოგია COE-ს (Color filter On Encapsulation) წყალობით, რომელიც ენერგომოხმარების დაახლოებით 20%-ით შემცირების საშუალებას იძლევა. COE-ს გამოყენება აგრეთვე შესაძლოა Apple-ს დაეხმაროს ეკრანში ინტეგრირებული კამერის მქონე iPad-ის გამოშვებაში. Apple ასევე, სავარაუდოდ, OLED ტექნოლოგიას 2025 წელს 16-დუიმიან MacBook Pro-ში, შემდეგ კი 2026 წელს 14-დუიმიან MacBook Pro-ში დანერგავს. ასევე, 2026 წელს 13- და 15-დუიმიანი MacBook Air მოდელები LCD-დან OLED-ზე გადავა. https://tinyurl.com/uh2585hm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.