Jump to content

IMF: CBDC-ს შეუძლია ნაღდი ფული ჩაანაცვლოს


Recommended Posts

image.jpeg 

ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ბიზნესის მსგავსად იმოქმედონ CBDC-თან დაკავშირებულ საკითხებში. ამ უკანასკნელს შეუძლია ნაღდი ფულის შეცვლა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ. 

„საჯარო სექტორმა უნდა გააგრძელოს მზადება ეროვნული ციფრული ვალუტების და მასთან დაკავშირებული საგადახდო პლატფორმების დანერგვისთვის“, - განაცხადა მან. 

მისი აზრით, ქვეყნები „ღია უნდა იყვნენ ხვალ CBDC-ის პოტენციური გამოშვებისთვის“. 

„ეროვნულ ციფრულ ვალუტას შეუძლია შეცვალოს ნაღდი ფული […] კუნძულების ეკონომიკაში. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ მდგრადობა უფრო განვითარებულ ეკონომიკაში. CBDC-ებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ისეთ ადგილებში, სადაც ცოტა ადამიანს აქვს საბანკო ანგარიშები“, - აღნიშნა მან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით ქვეყნების 60% დაკავებულია ეროვნულ ციფრულ ვალუტის შესწავლით. 

გეორგიევამ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას მოუწოდა „იფიქრონ, როგორც ანტრეპრენერებმა“. 

”საკომუნიკაციო სტრატეგიები და სტიმული გავრცელების, ინტეგრაციისა და მიღებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დიზაინი,” - განმარტა მან. 

მისი თქმით შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის CBDC-ის შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ტრანსსასაზღვრო გადახდებს. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი შესაბამის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. 

მაისში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში აფრიკის პირველ CBDC-ზე, ნიგერიულ eNaira-ზე. დაწესებულებამ დადებითად შეაფასა ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.