Jump to content

Intel-ის ბაზაზე აგებული Aurora მსოფლიოში სიმძლავრით მეორე სუპერკომპიუტერი გახდა - ლიდერად კვლავ AMD-ზე აწყობილი Frontier რჩება


Recommended Posts

პროექტ Top500-მა განაახლა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერების რეიტინგი. AMD-ის პროცესორებსა და ამაჩქარებლებზე დამყარებულმა სისტემა Frontier-მა 1194 Eflops წარმადობით შეინარჩუნა პირველი ადგილი. მეორე ადგილზე ცვლილებები მოხდა. მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის არგონის ეროვნული ლაბორატორიის სუპერკომპიუტერ Aurora-მ, რომელიც დამყარებულია Intel-ის ჩიპებზე - იგი Frontier-ს წარმადობით ორჯერზე მეტად ჩამორჩება და აფიქსირებს 585.34 Pflops წარმადობას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: intel.com 

Intel-მა მძლავრი შეტევა დაიწყო სუპერკომპიუტერების რეიტინგზე და სიაში დაამატა Sapphire Rapids ჩიპებზე აგებული 20 ახალი სისტემა. ამავდროულად AMD EPYC-ზე დამყარებული სისტემები აქტიურად იკავებენ ადგილებს Top500-ის სიაში - 140 სუპერკომპიუტერი უკვე მუშაობს ამ პროცესორებზე და წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 39%-ით გაიზარდა. 

Intel და არგონის ლაბორატორია აგრძლებენ Aurora-ს გაძლიერებაზე მუშაობას: რეიტინგის უახლესი ვერსიის გამოსვლის დროს სუპერკომპიუტერში წარმოდგენილი იყო Intel-ის 10624 პროცესორი და 318874 გრაფიკული პროცესორი, რომლებიც უზრუნველყოფენ 585.34 Pflops წარმადობას ჯამური 24.69 მვტ/სთ სიმძლავრით. შედარებისთვის, რეიტინგის ლიდერ Frontier-ის წარმადობა ორჯერზე მეტია და მოიხმარს 22.70 ვჰტ/სთ ენერგიას. ამის გამო Aurora ვერ მოხვდა ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერების რეიტინგ Green500-ში, სადაც Frontier-ს მერვე ადგილი უკავია. 

მოსალოდნელია, რომ საბოლოო ჯამში Aurora მიაღწევს 2 Eflops წარმადობას, რასაც უზრუნველყოფს 21248 პროცესორი Xeon Max და 63744 გრაფიკული პროცესორი Max Ponte Vecchio 166 სტეკსა და 10624 გამომთვლელ მოდულში. ეს იქნეა მსოფლიოში გრაფიკული პროცესორების უდიდესი მასივი. სუპერკომპიუტერი მუშაობს HPE Cray EX ნოუდებზე HPE Slingshot-11 ქსელური კავშირით. ამავე დროს AMD აწყობს სუპერკომპიუტერ El Capitan-ს ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში, რომლის წარმადობა, როგორც მოსალოდნელია, 2 Eflops-ს გადააჭარბებს და შესაძლოა, Aurora-მ ვერ მიაღწიოს პირველ ადგილს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: olcf.ornl.gov 

სუპერკომპიუტერი Aurora პირველად 2015 წელს წარადგინეს. მისი აწყობის დასრულება 2018 წლისთვის იყო დაგეგმილი - იმ დროს მოსალოდნელი იყო, რომ იგი იმუშავებდა Knights Hill პროცესორებზე, რომელთა გამოსვლა გაუქმდ. 2019 წელს დაანონსდა Aurora-ს განახლებული პროექტი დაახლოებით 1 Eflops წარმადობით, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმებოდა. თუმცა 2021 წლის ბოლოს პროექტის სამიზნე წარმადობა 2 Eflops-ამდე გაიზარდა, ვადამ კი 2024 წლამდე გადაიწია. 

რეიტინგში მესამე ადგილზეა Microsoft-ის ახალი სუპერკომპიუტერი Eagle (561.20 Pflops), რომელიც ქლაუდ Azure-შია ამოქმედებული - ქლაუდ სუპერკომპიუტერმა გაუსწრო წინა ჯერზე მესამე ადგილზე მყოფ იაპონურ სუპერკომპიუტერ Fugaku-ს (442.01 Pflops), რომელმაც მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მეხუთე ადგილზეა ფინური სისტემა LUMI 379.70 Pflops წარმადობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.