Magdalena Posted November 16, 2023 Share Posted November 16, 2023 აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად გიგანტურ რაკეტა SpaceX Starship-ის ახალი სატესტო გაშვება შესაძლოა მიმდინარე პარასკევს მოხდეს. თითქმის შვიდი თვის წინ შედგა პირველი რაკეტის გაშვების მცდელობა, რომელიც მისი თვითგანადგურებით დასრულდა. ფოტოს წყარო: spacex.com FAA-მ დაადგინა 17 ნოემბერი Starship-ის მორიგი გაშვების პირველად თარიღად, ხოლო სარეზერვო თარიღებად 18 და 19 ნოემბერია მითითებული. ეს თარიღები აღნიშნულია ყოველდღიური საჰაერო მოძრაობის კონტროლის გეგმაში, დოკუმენტში, რომელსაც სააგენტო წერს, რათა აცნობოს ავიაკომპანიებს და სხვებს ფრენების შესაძლო შეყოვნების შესახებ. ამ ვადებს არ აქვს მინიჭებული ოფიციალური სტატუსი და SpaceX-ს ჯერ კიდევ არ მიუღია თანხმობა ყველა მარეგულირებელი ორგანოსგან. აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური (FWS) აწარმოებს კონსულტაციებს FAA-სთან „გადაშენების პირას მყოფი სახეობების აქტის“ მიხედვით: აპრილში გიგანტური რაკეტის გაშვებამ მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა მიმდებარე ადგილს. გაშვებისას რაკეტამ გაანადგურა გამშვები პლატფორმა და ბეტონის ნამსხვრევები მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოიფანტა. თუმცა SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა კომპანიის მიერ ადრე მოწოდებული ინფორმაცია, რომ ახალი რაკეტების ტესტები პარასკევს გასაშვებად დამტკიცდება. https://tinyurl.com/3dcap2ww Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.