Jump to content

მაინერებმა დღე-ღამეში 2023 წლისთვის რეკორდული 44 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავეს


Magdalena

Recommended Posts

image.png 

12 ნოემბერს დაფიქსირდა Bitcoin-ის მაინერების ყოველდღიური შემოსავალი დაახლოებით 44 მლნ აშშ დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2023 წლისთვის - მოწმობს Blockchain.com-ის მონაცემები. 

image.png 

Bitcoin-მაინერების შემოსავალი. წყარო: Blockchain.com. 

ეს თანხა მოიცავდა ბლოკის მაინინგის ჯილდოს (6.25 BTC) და ქსელის საკომისიოებს. 

2022 წლის აპრილიდან 2023 წლის ოქტომბრამდე კრიპტოვალუტის მაინინგის სექტორმა განიცადა დათვური ბაზრით გამოწვეული მოგების უარყოფითი დინამიკა. თუმცა ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი Bitcoin-ის ფასთან ერთად გაიზარდა, რომელმაც ასევე მიაღწია წლიურ მაქსიმუმს. 

მაინინგის სირთულის განახლების პარალელურად გრძელდება ATH-ის განახლება, რომელიც უახლესი გადაანგარიშების შედეგად აღწევს 64.68 T-ს. 

ინდუსტრიის აღდგენას ასევე მოწმობს ციფრული აქტივების მაინინგ კომპანიების ანგარიშები. American Marathon Digital Holdings-მა მესამე კვარტალში 64.1 მლნ აშ დოლარის წმინდა მოგების მიღების შესახებ გამოაცხადა. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი შეადგენდა 72.5 მლნ აშშ დოლარს. 

Riot Platforms-მა ასევე აღნიშნა, რომ მისი კვარტლის მთლიანი შემოსავალი გაიზარდა 51.9 მლნ აშშ დოლარამდე, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 46.3 მლნ აშშ დოლარი იყო. 

მაინინგ-კომპანიები აგრძელებენ აქტიურ მომზადებას პირველი კრიპტოვალუტის ქსელში მოსალოდნელი განახევრებისთვის. მრიცხველის თანახმად ჯილდოს შემცირება (3.125 BTC-მდე) მოხდება დაახლოებით 2024 წლის 14 აპრილს, როდესაც ბლოკის სიმაღლე 840.000-ს მიაღწევს. 

შეგახსენებთ, რომ Edelman Financial Engines-ის დამფუძნებელმა რიკ ედელმანმა 2025 წლის ზაფხულისთვის Bitcoinის ფასის 150 ათას აშშ დოლარამდე ზრდის პროგნოზში ერთ-ერთ ფაქტორად მომავალი ჰალვინგი დაასახელა. 

ოქტომბერში Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამორიცხა ციფრული ოქროს ფეთქებადი ზრდა ჯილდოს განახევრებისთანავე. მისი აზრით, აქტივი ჰალვინგიდან ერთი წლის შემდეგ მიაღწევს ყველა დროის ახალ მაქსიმუმს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.