Jump to content

AMD-მ გამოუშვა პროფესიონალური ვიდეო ბარათი Radeon Pro W7700


Recommended Posts

კომპანია AMD-მ წარადგინა კიდევ ერთი პროფესიონალური ვიდეო ბარათი Radeon Pro W7000 სერიაში - მოდელი Radeon Pro W7700, რომელმაც უნდა შეავსოს წარმადობის უფსკრული Radeon Pro W7600 და Radeon Pro W7800 მოდელებს შორის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Radeon Pro W7700-ს საფუძვლად გამოყენებულია Navi 32 გრაფიკული პროცესორის შემცირებული ვერსია 48 ბლოკით (3072 ნაკადური პროცესორით) რეითრეისინგის 48 ბლოკით, 64 მბ Infinity Cache მეხსიერებით. მხარდაჭერილია PCIe 4.0 x16 ინტერფეისი. ვიდეო ბარათს აქვს 16 გბ GDDR6 მეხსიერება კონტაქტზე 18 გბ/წმ სიჩქარით და 256-ბიტიანი მეხსიერების სალტეს მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფს 576 გბ/წმ თეორიულ სიჩქარეს. Radeon Pro W7700-ის გამომთვლელი წარმადობა 28.27 Tflop-ია, GPU-ის სიხშირე - დაახლოებით 2.3 გჰც. 

image.jpeg 

კომპანიის განცხადებით ახალი ბარათის ენეგომოხმარება 190 ვატს შეადგენს და აქვს ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. 

image.jpeg 

Radeon Pro W7700-ის გაგრილების სისტემაში გამოყენებულია ტანგენციალური ტიპის ქულერი ამავე სერიის დანარჩენი პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების მსგავსად. ბარათის სიგრძეა 267 მმ და პერსონალური კომპიუტერის კორპუსში გაფართოების ორ სლოტს იკავებს. ვიდეო ბარათზე ხელმისაწვდომია ოთხი DisplayPort 2.1. 

image.jpeg 

Radeon Pro W7700-ის ფასი 999 აშშ დოლარია. მისი ფასი 400 აშშ დოლარით აღემატება Radeon Pro W7600 მოდელის ფასს და 1500 აშშ დოლარით იაფია Radeon Pro W7800 მოდელთან შედარებით. ფასების მნივნელოვანი სხვაობების გათვალისწინებით AMD-მ შესაძლოა პერსპექტივაში გამოუშვას კიდევ ერთი, შედარებით ძვირადღირებული მოდელი მოდიფიცირებულ გრაფიკულ პროცესორ Navi 32-ის ბაზაზე დიდი რაოდენობით აქტიური ბლოკებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.