Jump to content

კომპიუტერებისა და სმარტფონების მწარმოებლები ელიან, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მათი გაყიდვების გაზრდას გამოიწვევს


Recommended Posts

დესკტოპ კომპიუტერების, ლეპტოპებისა და სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები იმედოვნებენ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე პროდუქტების მზარდი პოპულარობა მომხმარებლებს უბიძგებს გადავიდნენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებული შესაძლებლობების მქონე მოწყობილობებზე, რის შედეგად გაჯეტების გაყიიდვების მოცულობა გაიზრდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპიუტერების მიწოდეა შენელდა. გასულ წელს შეწყდა დიდი მოთხოვნა იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც 2020-2021 წლებში სახლიდან მუშაობდნენ COVID-19-ის პანდემიის გამო. პერსონალური კომპიუტერების აზია-წყნარი ოკეანეთის ბაზარი გარვეული შეფასებებით 7.6%-ით შემცირდება მიმდინარე წელს. გასულ წელს კლებამ 11.6% შეადგინა. 

თუმცა, IDC-ის მონაცემებით, მწარმოებელი კომპანიები ელოდებიან, რომ ისეთი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების მზარდი გავრცელება, როგორებიცაა OpenAI-ს ChatGPT და ჩინურ საძიებო ინტერნეტ-გიგანტ Baidu-ს Ernie Bot, მომხმარებლებს უბიძგებს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობებზე გადავიდნენ, რაც კომპიუტერების ბაზარზე მოთხოვნის ზრდას წაახალისებს. IDC-ის მონაცემებით 2027 წლისთვის ჩინეთში მიწოდებული კომპიუტერების 86%-ში წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩიპები.  

დეველოპერების პირველ კონფერენციაზე OpenAI-მ გამოაცხადა, რომ ChatGPT-ს, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოვიდა, უკვე ჰყავს 100 მილიონზე მეტი ყოველკვირეული აქტიური მომხმარებელი მთელ მსოფლიოში. Baidu-ს Ernie Bot-მა, რომელიც ამოქმედდა მიმდინარე წლის მარტში, 70 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი შეიძინა ჩინეთში, განაცხადა კორპორაციის ტექნიკურმა დირექტორმა Wang Haifeng-მა. 

მომხმარებლები აქტიურად ატარებენ ექსპერიმენტებს უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტებზე, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა გრძელი ტექსტის კონსპექტირება, ელ.წერილების და სამუშაო ანგარიშების შედგენა, ჩანაწერების გაშიფვრა და თარგმნა სხვადასხვა ენაზე და ა.შ. კომპიუტერების მწარმოებლები მუშაობენ ამ შესაძლებლობების თავიანთ პროდუქტებში ინტეგრირებაზე. 

„კომპანია Lenovo მიზნად ისახავს „პერსონალური კომპიუტერები“ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მეშვეობით ე.წ. „პერსონალიზებულ კომპიუტერებად“ გარდაქმნას. ხელოვნური ინტელექტის მქონე ლეპტოპი შეძლებს სამუშაო ანგარიშების შექმნას თქვენი უპირატესობების შესწავლი, თქვენ მიერ ადრე შექმნილი დოკუმენტების ანალიზის მიხედვით“ - განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა Ablikim Ablimit-მა. – „თუმცა ამ მიზნის მიღწევისთვის საჭიროა ყველა დეველოპერის ერთობლივი ძალისხმევა როგორც პერსონალური კომპიუტერების, ისე - ხელოვნური ინტელექტის სფეროში“. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტის მქონე პროცესორების მაგალითია კომპანია AMD-ის Ryzen Pro 7040. პროცესორი გამოვიდა მიმდინარე წლის დასაწყისში და ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ x86 პროცესორად ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ძრავით - Ryzen AI. 

სმარტფონების მწარმოებლებიც ცდილობენ ჩართონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები თავიანთ მოწყობილობებში. მაგალითად, გასულ თვეში კომპანია Oppo-ს კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა Jason Liao-მ ჟურნალისტებს განუცხადა: „Oppo ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი სმარტფონებში ხელოვნური ინტელექტისა და დიდი ენობრივი მოდელის აპლიკაციების სამომავლო ინტეგრაციის მიმართ“. 

გვისტოში კომპანიამ ტესტირებისთვის წარადგინა LLM-მოდელი AndesGPT, რომელიც განკუთვნილია ხმოვან დამხმარე Xiaobu-ს სრულყოფისთვის მომხმარებლებთან ურთიერთკავშირის გასაუმჯობესებლად. მონათესავე ბრენდმა Vivo-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ გეგმავს ხელოვნური ინტელექტის საკუთარი მოდელი ახალ ოპერაციულ სისტემა Origin OS 4-ში დაამატოს. აგრეთვე რამდენიმე დღის წინ Samsung-მა დააანონსა ხელოვნური ინტელექტის სერვისების ნაკრები Galaxy AI, რომელშიც მოცემულია სატალეფონო საუბრების რეალურ დროში თარგმნის ფუნქცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.