Magdalena Posted November 13, 2023 Posted November 13, 2023 კომპანია AMD-მ დაგეგმა ღონისძიება Advancing AI 6 დეკემბერს. იგი დაეთმობა კომპანიის უახლეს ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. პორტალ VideoCardz-ის ცნობით ღონისძიებაზე კომპანია უფრო დეტალურად ისაუბრებს მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ MI300X გამოთვლით ამაჩქარებლებზე. ფოტოს წყარო: AMD AMD-მ MI300X გამოთვლით ამაჩქარებლებზე პირველად ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში ისაუბრა და პირობა დადო, რომ პარტნიორებისთვის ნიმუშების მიწოდებას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყებდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია MI300A ამაჩქარებლების ნიმუშებს მომხმარებლებს მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან უგზავნის. AMD-ის უახლესი ანგარიშიდან ცნობილია, რომ AMD Instinct MI300A და MI300X ამაჩქარებლების მასობრივი წარმოება მეოთხე კვარტალში დაიწყება. საინტერესოა, რომ AMD-ის გეიმინგ მარკეტინგის უფროსმა დირექტორმა Sasa Marinkovic-მა დაგეგმილი Advancing AI ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მეშვეობით განაცხადა. VideoCardz-ის მიხედვით ეს შეიძლება მიუთითებდეს Ryzen AI ტექნოლოგიის მხარდაჭერით პროდუქციის ეკოსისტემის განახლების შესაძლებლობაზე. თუმცა AMD Ryzen-ისა და AMD Instinct-ის ოფიციალურ არხებს სოციალურ ქსელებში არ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება ან მინიშნება ამის შესახებ. უახლოეს თვეებში AMD-ს კიდევ ერთი ღონისძიება ექნება. კომპანია ტრადიციულად მიიღებს მონაწილეობას ელექტრონიკის უდიდეს საერთაშორისო გამოფენა CES-ზე, რომელიც გაიმართება იანვარში. როგორც წესი, მისი გამოსვლა გამოფენაზე ეძღვნება ახალი მობილური პროცესორების ანონსს. https://tinyurl.com/569y2xak Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.