Jump to content

მომავალი წლიდან Samsung-ის სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება ხელოვნური ინტელექტის საფირმო სისტემა Gauss


Recommended Posts

მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდა ცნობები Samsung Electronics-ის შესახებ, რომ აუკრძალავდა მესამე მხარის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებას კომპანიის თანამშრომლებ. იმავე დროს Samsung-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანია შექმნის ჩატ-ბოტ ChatGPT-ის საკუთარ ალტერნატივას, რათა პერსონალს „სხვის ქლაუდზე“ ატვირთვის ცდუნება არ მიეცეს.  

როგორც Nikkei Asian Review აცხადებს, მიმდინარე კვირაში Samsung Electronics-ის წარმომადგენლებმა გააზიარეს საფირმო ხელოვნური ინტელექტის სისტემის სახელწოდება - იგი ნასესხებია გერმანელ მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსისგან, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა. პირველ ეტაპზე Gauss დაეხმარება Samsung-ის თანამშრომლებს შეადგინონ ელექტრონული წერილები კორეულ და ინგლისურ ენებზე, თარგმნონ დოკუმენტის შინაარსი სხვა ენებზე და შექმნან სურათები ტექსტის აღწერილობების საფუძველზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics, Nikkei 

სამომავლოდ საფირმო ხელოვნური ინტელექტის სისტემა Samsung-ის მოწყობილობების რიგით მომხმარებლებს მოემსახურება. ასეთი "ასისტენტი" მომავალ წელს გამოჩნდება ბრენდის სმარტფონებში. ამგვარად სამხრეთკორეული გიგანტი შეეცდება წინ წაიწიოს კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც ასევე ცდილობენ თავიანთი ეკოსისტემაში დანერგონ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტი Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ბოლო საანგარიშო კონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანია ყურადღებით აკვირდება ასეთ ტექნოლოგიებს და საკმაოდ დიდ თანხებს დებს მათ განვითარებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.