Jump to content

NVIDIA ჩაატარებს პრეზენტაციას CES 2024-ზე - 8 იანვარს მოსალოდნელია GeForce RTX 40 Super ვიდეო ბარათების ანონსი


Recommended Posts

NVIDIA მონაწილეობას მიიებს გამოფენა Consumer Electronics Show 2024-ზე (CES 2024), რომელიც გაიმართება ლას-ვეგასში 2024 წლის 9 იანვრიდან 12 იანვრამდე. გრაფიკული პროცესორების მწარმოებელმა ასევე დაგეგმა ცალკე ღონისძიება, რომელიც ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შედგება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ინსაიდერების თქმით კომპანია 8 იანვარს წარადგენს სამ ვიდეო ბარათს GeForce RTX 40 Super სერიიდან, ესენი იქნება GeForce RTX 4080 Super, GeForce RTX 4070 Ti Super და GeForce RTX 4070 Super. პირველში მოცემულია AD103-400 გრაფიკული პროცესორი 10240 CUDA ბირთვით და 16 გბ მეხსიერებით; მეორეში - AD102-175 ან AD103-275 ჩიპი 8448 CUDA ბირთვით და 16 გბ მეხსიერებით; და მესამეში წარმოდგენილი იქნება AD103-175 ან AD104-350 გრაფიკული პროცესორი 7168 CUDA ბირთვით და 12 გბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

მიმდინარე წლის დასაწყისში CES 2023-ზე NVIDIA-მ სხვა სიახლეებთა ერთად წარადგინა GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათები, ასევე დესკტოპ GeForce RTX 4070 Ti. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ჯეფ ფიშერი, რომელიც ზედამხედველობს GeForce-ის გეიმინგ მიმართულებას. NVIDIA-ს ჯერ არ გამოუცხადებია ვინ გამოვა სიტყვით CES 2024-ზე.  

  • Thanks 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.