Jump to content

ევროკავშირი განიხილავს ახალ მოთხოვნებს Stablecoin-ების ლიკვიდობასთან მიმართებაში


Recommended Posts

image.jpeg 

ევროპის საბანკო ორგანომ (EBA) დაიწყო საჯარო კონსულტაცია კაპიტალისა და ლიკვიდურობის მოთხოვნების შესახებ stablecoin-ებისა და სხვა ციფრული ტოკენების ემიტენტისთვის - აცხადებს Reuters. 

EBA-ს წინადადების თანახმად ვალუტით მხარდაჭერილი stablecoin-ების ემიტენტებუნდა ჰქონდეთ საკმარისი თანხები, რათა სრულად დაფარონ ინვესტორების მიმართ ვალდებულებები ნომინალური ღირებულებით. 

Stablecoin-ებისთვის, რომლებიც მხარდაჭერილია ისეთი აქტივით, როგორიცაა ოქრო, ეს გაანგარიშება ეფუძნება აქტივის საბაზრო ფასს ყიდვის მომენტში. 

ახალი წესები უზრუნველყოფს მონეტების სწრაფ გაყიდვას კრიზისის დროსაც კი. გარდა ამისა, ისინი ნებას არ მისცემენ არასაბანკო ინსტიტუტებს, რომლებიც Stablecoin-ებს გამოსცემენ - მოიპოვონ უსამართლო კაპიტალი ან ლიკვიდურობის უპირატესობა ბანკებთან შედარებით. 

„ზედამხედველ ორგანოს შეუძლია გააძლიეროს შესაბამისი ემიტენტის უზრუნველყოფის მოთხოვნები ამ რისკების დასაფარად ლიკვიდურობის სტრეს-ტესტის შედეგების საფუძველზე“, - ნათქვამია EBA-ს განცხადებაში. 

ზოგიერთ შემთხვევაში ბანკები შეიძლება გათავისუფლდნენ ასეთი მოთხოვნებისგან, თუ მათ უკვე აქვთ საკმარისი ლიკვიდური რეზერვები ევროკავშირის არსებული წესების შესაბამისად, აღნიშნა ზედამხედველობის ორგანომ. 

ყველა წინადადება კონსულტაციისთვის წარდგენილი სამი თვის ვადით, საჯარო განხილვები გაიმართება 2024 წლის 30 იანვარს. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტ MiCA-ს კრიპტო ინდუსტრიის ყოვლისმომცველი რეგულირების შესახებ. ძირითადი დებულებები, მათ შორის Stablecoin-ებთან დაკავშირებული წესები, ამოქმედდება მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. 

ივლისში EBA-მ წამოაყენა ეთავაზება - გაზრდილიყო მოთხოვნები Stablecoin-ების ემიტენტებისთვის, რომელთა რეზერვები შედგება დერივატივებისგან ან დაფარული ობლიგაციებისგან. 

Moody's Analytics-ის თანახმად 2023 წელს მსხვილი კაპიტალის მქონე Stablecoin-ებმა 609-ჯერ დაკარგეს საბაზისო აქტივთან მიმაგრება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.