Jump to content

Recommended Posts

Posted

ASUS X670 და X670E დედა დაფებისთვის ცოტა ხნის წინ გამოშვებული BIOS-ის განახლებით თუ ვიმსჯეებთ მალე მოსალოდნელია დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი AMD Phoenix პროცესორების გამოსვლა - ადრე ისინი მხოლოდ ლეპტოპებისთვის გამოდიოდა. ASUS-ის დესკტოპ დედა დაფების BIOS-ის უახლეს ვერსიაში გამოჩნდა ბიბლიოთეკა AGESA 1.1.0.0 - AMD Phoenix ჩიპების მხარდაჭერით, რომლებიც, დიდი ალბათობით, AMD Ryzen 7000G სერიას შეადგენენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: amd.com 

BIOS-ის განახლებები ხშირად მიუთითებს ახალი ჩიპების მოახლოებულ გამოშვებაზე, როდესაც ისინი დაემატება მხარდაჭერილი CPU-ების სიას - როგორც წესი, ეს ხდება მინიმუმ ორი თვით ადრე. მაგალითად, Intel 600 სერიის დედა დაფებმა Raptor Lake ჩიპების მხარდაჭერა მიიღეს მათ გამოშვებამდე სამი თვით ადრე. AMD-ს ჯერ არ დაუანონსებია Ryzen 7000G სერია, მაგრამ დაფების მწარმოებლები უკვე ემზადებიან. 

Phoenix სერიის პროცესორები ამჟამად ხელმისაწვდომია Ryzen 7040 სერიაში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მობილური კომპიუტერებისთვის. მათ აქვთ 8 ბირთვი ნაცვლად 16-ისა, რომელიც გვხვდება Raphael პროცესორებში (დესკტოპ Ryzen 7000) და 12-მდე RDNA 3 გრაფიკული ერთეული Raphael-ის ორ RDNA 2 ბლოკთან შედარებით. AMD-მ აგრეთვე გამოუშვა მობილური პროცესორები Phoenix 2, რომელთაც აქვთ 6 ბირთვი (მათგან 4 - Zen 4c) და მხოლოდ ოთხი RDNA 3 გამომთვლელი ბლოკი. ორიგინალი APU Phoenix დიდი ალბათობით შევა Ryzen 7000G სერიაში, თუმცა ჯერ უცნობია, გამოჩნდება თუ არა Phoenix 2-ის დესკტოპ ვერსია. 

Phoenix-ის წარმადობა შეიძლება ლეპტოპების მიხედვით შეფასდეს, ამიტომ დესკტოპ სეგმენტში ალბათ სიურპრიზები არ იქნება: Ryzen 7000G APU-ები გამოირჩევიან მაღალი ენერგოეფექტურობითა და გრაფიკული წარმადობით, მაგრამ ცენტრალური პროცესორის მაქსიმალური წარმადობა, სავარაუდოდ, ჩამორჩება Raphael-ს დაბალი ტაქტის სიხშირისა და ქეშის შემცირების გამო. რა თქმა უნდა, ახალი APU-ების ინტეგრირებული გრაფიკა - მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე მძლავრი იქნება დესკტოპ სეგმენტში, მაინც ვერ შეედრება მიმდინარე თაობის ყველაზე ხელმისაწვდომ დისკრეტულ ვიდეო ბარათებს: AMD Radeon RX 7600-საც კი უკვე აქვს 32 გამომთვლელი ბლოკი RDNA 3. 

დესკტოპ Phoenix-ის ოფიციალური გამოშვების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი და თუ იგი არ გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით მისი დებიუტი მომავალი წლის დასაწყისში CES 2024-ზე შედგება. 

  • Thanks 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.