Jump to content

„გადავდივართ წარმოებაზე“: Intel-მა დაასრულა ანგსტრემ-ტექნოპროცეს Intel 18A-ს შემუშავება


Recommended Posts

Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია მიჰყვება გეგმას - განავითაროს ხუთი მოწინავე ტექნოლოგიური პროცესი ოთხ წელიწადში და ამით მომხმარებლები თავისი ტექნოლოგიების კონკურენტუნარიანობაში დაარწმუნოს. გელსინჯერის თქმით კომპანიის ყველაზე მოწინავე ტექნოპროცესი Intel 18A სატესტო წარმოებაში 2024 წლის პირველ კვარტალში შევა. 

image.jpeg 

”18A-სთვის უკვე გამოდის ბევრი სატესტო ფირფიტა”, - აღნიშნა გელსინჯერმა”. 18A-ს შემუშავების ეტაპი დასრულებულია და ჩვენ ახლა გადავდივართ წარმოებაზე.” 

Intel-ის 18A ტექნოპროცესი, რომელიც ნიშნავს 18 ანგსტრემს ან 1.8 ნანომეტრს, უმნიშვნელოვანესი ელემენტია Intel-ის სტრატეგიაში, რათა დაიბრუნოს ლიდერობა ნახევარგამტარების წარმოებაში 2025 წლისთვის. კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ ტექნოლოგიას გამოიყენებს არა მხოლოდ საკუთარი ჩიპების წარმოებისთვის, არამედ მესამე მხარის მომხმარებლებისთვის, მათ შორის კონტრაქტის საფუძველზე Ericsson-ისა და აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორებისთვის ჩიპების დასამზადებლად. 

image.jpeg 

Samsung და TSMC ცდილობს ჩიპების მასობრივი წარმოების დაწყებას 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით 2025 წელს. ითვლება, რომ ეს 2-ნანომეტრიანი ჩიპები შეესაბამება Intel-ის 18A ჩიპებს. 

2021 წელს კომპანიაში დაბრუნების შემდეგ გელსინჯერმა განაცხადა, რომ Intel აგრესიულად ახორციელებს თავის გეგმას - „ხუთი ტექნოპროცესი ოთხ წელიწადში“. როგორც წესი, კომპანიას მინიმუმ ორი წელი სჭირდება ახალ ტექნოპროცესზე გადასვლისთვის. ”და ჩვენ აქ ვართ”, - თქვა მან. - ამ მოგზაურობის დაწყებიდან ორწელიწადნახევარი გავიდა და იცით რა? ეს ნამდვილად ხდება, ჩვენ  ვადგავართ გზას, რომ ოთხი წლის განმავლობაში ხუთი ტექნოპროცესი გვქონდეს“. 

image.jpeg 

Intel-ის გეგმა ითვალისწინებს Intel 7, Intel 4, Intel 3, Intel 20A და Intel 18A ჩიპების წარმოების ტექნოლოგიების განვითარებას. პირველი ორი ტექნოპროცესი უკვე შევიდა მასობრივ წარმოებაში, უახლესი Meteor Lake პროცესორი დაფუძნებულია სწორედ Intel 4 ტექნოლოგიაზე. გელსინჯერის თქმით Intel 3 ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება შემდეგი თაობის სასერვერო და პერსონალური კომპიუტერების ჩიპებში, ახლა გამართვის ეტაპზეა და მომავალ წელს შევა მასობრივ წარმოებაში. 

Intel-ისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დაარწმუნოს მომხმარებლები თავისი მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიის უპირატესობებში. ეს საჭიროა მისი დომინირების შენარჩუნებისთვის კომპიუტერებისა და სერვერების პროცესორებში, რადგან ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კონკურენცია კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. კონკურენტები, მაგალითად Qualcomm, ცდილობენ Intel-ს კომპიუტერების სეგმენტში ბაზრის წილი წაართვან. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.