Jump to content

MediaTek Dimensity 9300-ის წარდგენა - ახალი ფლაგმანური მობილური ჩიპი მცირე ბირთვების გარეშე და მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ძრავით


Recommended Posts

კომპანია MediaTek-მა წარადგინა Dimensity 9300, ახალი ფლაგმანური პროცესორი სმარტფონებისთვის, რომელიც შეცვლის Dimensity 9200 და 9200+ ჩიპებს. ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმა დამზადებულია TSMC-ის მესამე თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით, სითბოს გამოყოფის ოპტიმიზებული არქიტექტურითა და კონსტრუქციის ახალი ტექნოლოგიით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MediaTek 

Dimensity 9300-ის შემადგენლობაში მოცემულია მხოლოდ მაღალი წარმადობის, ე.წ. დიდი ბირთვები: ერთი ყველაზე მძლავრი ბირთვი Cortex-X4 სიხშირით 3.25 გჰც, სამივე ასეთივე Cortex-X4 ბირთვი, თუმცა 2.85 გჰც სიხშირით, აგრეთვე ოთხი მაღალი წარმადობის Cortex-A720 ბირთვი 2.0 გჰც სიხშირით. ჩიპს აქვს 8 მბ L3 ქეშ-მეხსიერება, 10 მბ საერთო სისტემური ქეშ-მეხსიერება, რაც 29%-ით მეტია წინამორბედთან შედარებით. მხარდაჭერილია LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 9600 მეგატრანსფერი/წმ-მდე სიჩქარით. 

image.jpeg 

MediaTek-ის თქმით Dimensity 9300-ის ერთბირთვიანი წარმადობა 15%-ით, ხოლო მრავალბირთვიანი წარმადობა 40%-ით მაღალია Dimesity 9200-თან შედარებით. ამასთან ჩიპის ენერგომოხმარება მაქსიმალური დატვირთვისას 33%-ით ნაკლებია წინამორბედთან შედარებით. 

image.jpeg 

პროცესორის შემადგენლობაში აგრეთვე მოცემულია 12-ბირთვიანი გრაფიკული ბლოკი Immortalis-G720, რომლის წარმადობა რეითრეისინგში 46%-ით გაიზარდა წინა თაობის ჩიპთან შედარებით და აქვს კადრის ცვლადი განახლების სიხშირის (VRR) მხარდაჭერა. Dimensity 9300-ის გრაფიკის ენერგომოხმარება წარმადობის ანალოგიური დონის პირობებში წინამორბედთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. 

პრეზენტაციის მსვლელობისას MediaTek-მა განაცხადა, რომ რამდენიმე სტუდიასთან თანამშრომლობს თამაშებში რეითრეისინგის ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის მიზნით. ამჟამად ორმაცდაათზე მეტმა თამაშმა Unity, Unreal და Messiah ძრავებზე მიირეითრეისინგის ოპტიმიზაცია Dimensity ჩიპებთან მუშაობისთვის. 

image.jpeg 

Dimensity 9300-ის შემადგენლობაში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის ძრავი APU 790, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის გაორმაგებულ წარმადობას, თანაც 45%-ით შემცირებული ენერგომოხმარებით. კომპანიის თქმით მოდელ Transformer-ის ადაპტაციის წყალობით APU 790-ის მიერ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე რვაჯერ მაღალია წინა თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავთან შედარებით. Stable Diffusion-ის მეშვეობით გამოსახულების გენერირება ერთ წამში ხორციელდება. APU 790-ის მხარდაჭერა აქვს 33 მილიარდამდე პარამეტრის მქონე დიდი ენის მოდელებს. მხადაჭერილია მოდელები Meta Llama 2, Baichuan 2, Baidu AI LLM, აგრეთვე სმარტფონებისთვის პირველი - LoRA Fusion. სხვა სიტყვებით - Dimensity 9300 გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობას ციფრული კონტენტის შექმნისთვის აჩქარებს პირდაპირ მოწყობილობაში. 

image.jpeg 

Dimensity 9300-ის გამოსახულების ასახვის სისტემა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იყენებს ძირითადი ობიექტებისა და ფონური სურათების რეალურ დროში აღმოსაჩენად. მექანიზმ MiraVision Picture Quality-სთან (PQ) ერთად იგი დინამიურად დაარეგულირებს ოპტიმალურ კონტრასტულობას, სიმკვეთრეს და გამოსახულებაზე არსებული მთავარი ობიექტების ფერს, გააუმჯობესებს მათ ხარისხს, დაუმატებს სიღრმის შეგრძნებას, აგრეთვე უზრუნველყოფს რეალისტურ ვიდეოგამოსახულებას, რომელიც თანამედროვე ფლაგმანური ტელევიზორების დონის იქნება, ამტკიცებს MediaTek. 

სპეციალურ 18-ბიტიან სიგნალის პროცესორ (ISP) Imagiq 990-ს აქვს AI Semantic Analysis Video Engine მექანიზმი 16 კატეგორიის სცენის სეგმენტაციის პარამეტრებით გაუმჯობესებული კინემატოგრაფიული ვიდეოს გადაღებისთვის. 

Dimensity 9300-ს აქვს HDR მხარდაჭერა 4K-მდე გაფართოებით და წამში 60 კადრი სიხშირით. ჩიპსეტზე მხარდაჭერილია კინემატოგრაფიული 4K რეჟიმი 30 კადრი/წამში სიჩქარით, აგრეთვე აქვს ხმის ჩახშობის ფუნქცია 4K AI (AI-NR) და ფოტო-ვიდეოს RAW ფორმატში დამუშავების შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. 

image.jpeg 

მხარდაჭერილია 320 მეგაპიქსელამდე გაფართოების კამერები, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის მქონე 4K-ეკრანები ან 180-ჰერციანი 1440p-ეკრანები, აგრეთვე ფუნქცია  Ultra HDR ოპერაციულ სისტემა Android 14-ზე მომუშავე სმარტფონებზე. იგი უზრუნველყოფს უფრო მეტად რეალისტურ გამოსახულებას სიკაშკაში, ფერების და კონსტრასტულობის უფრო ფართო დიაპაზონის ხარჯზე. 

Dimensity 9300-ზე მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 7 (a/b/g/n/ac/ax/be) და Bluetooth 5.4, ასევე აქვს 6 გჰც-ზე ქვემოთ მომუშავე 5G ქსელის და mmWave-ის მხარდაჭერა. კომპანიის განცხადებით ტექნოლოგია Multi-Link Hotspot-ის წყალობით ჩიპი თითქმის სამჯერ ზრდის სმარტფონების დაკავშირების სიჩქარეს კონკურენტ მოწყობილობებთან შედარებით. 

პროცესორ Dimensity 9300-ის ბაზაზე აგებული პირველი სმარტფონები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. კომპანია Vivo-მ დაადასტურა, რომ მისი მომავალი ფლაგმანური სმარტფონი X100, რომლის წარდგენა 13 ნოემბერს ჩინეთში შედგება, პირველი მიიღებს ახალ პროცესორს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.