Jump to content

პროცესორ Apple M3-ის პირველი ტესტები: 16-20%-ით სწრაფი Apple M2-თან შედარებით


Magdalena

Recommended Posts

გასულ კვირას Apple-მა ღონისძიება Scary fast-ზე წარადგინა ახალი პროცესორი M3 და პირველი კომპიუტერები ამ ჩიპით: 24-დუიმიანი iMac და ლეპტოპ MacBook Pro-ს საბაზისო ვერსია. კომპანიამ ტრადიციულად ახალი პროცესორების მინიმალური ტექნიკური ინფორმაცია გააზიარა, თუმცა თავი მოიწონა გაზრდილი წარმადობით. პირველმა ტესტებმა ეს განცხადება დაადასტურა, აგრეთვე შესაძლებელი გახადა M3 პროცესორის M2-თან პირდაპირი შედარება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: apple.com 

Apple-მა კონკრეტული ჩიპების შედარების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭა ენერგოეფექტური და მაღალი წარმადობის ბირთვების შედარებას სხვადასხვა თაობაში. M3 თაობის ენერგოეფექტური ბირთვები 30%-ით სწრაფი აღმოჩნდა M2 თაობასთან შედრებით და 50%-ით სწრაფი - M1-თან შედარებით. M3 ჩიპების მაღალი წარმადობის ბირთვები 15%-თ უფრო სწრაფია M2-თან შედარებით, ხოლო 30%-ით სწრაფი - M1-თან შედარებით. რაც შეეხება ავად პროცესორ M3-ს, მისი რვაბირთიანი CPU დაახლოებით 35%-ით სწრაფია M1-თან შედარებით, ხოლო ამ ჩიპისთვის მაქსიმალური 10-ბირთვიანი პროცესორი 65%-ით სწრაფი M1-თან შედარებით. M2 ჩიპი კომპანიას ახალ პროცესორთან პრეზენტაციის დროს არ შეუდარებია. 

ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა პროცესორ M3-ის წარმადობის პირველი ტესტები, რომლებიც MacBook Pro-ს საბაზისო მოდელზე ჩატარდა. ტესტის შედეგები ადასტურებენ Apple-ის განცხადებს, რესურსი 9to5Mac ადასტურებს ამ მაჩვენებლების სანდოობას. მათ მოიყვანეს შედარებები Apple-ის წინა თაობებთან: 

  • Apple iMac ჩიპ M1-ის ბაზაზე 2300 (ერთნაკადიანი ტესტი) და 8300 (მრავალბირთვიანი) ქულა; 

  • Apple MacBook Air ჩიპ M2-ის ბაზაზე - 2600 და 9700 ქულა; 

  • Apple MacBook Pro ჩიპ M3-ის ბაზაზე 3030 და 11 694 ქულა. 

 გამოდის, რომ ერთბირთვიან წარმადობაში M3 16%-ით უფრო სწრაფია M2-თან შედარებით, ხოლო მრავალბირთვიან ტესტში ახალი ჩიპის უპირატესობაა 20%. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: geekbench.com 

სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს წარმადობის რეალურ მაჩვენებლებს, მაგრამ ისინი დიდწილად ეთანნხმება Apple-ის განცხადებებს წინა თაობებთან შედარებით სიჩქარის ზრდის შესახებ. მაგალითად, კომპანიის ლეპტოპებში უკვე გამოიყენენს ჩიპები M3 ინდექსით - თუმცა ეს იყო Intel Core m3 12-დუიმიანი MacBook-ში 2016 წელს. მან დააგროვა დაახლოებით 700 ქულა ერთბირთვიან ტესტში და დაახლოებით 1500 ქულა მრავალბირთვიან ტესტში - პროგრესი აშკარაა! 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.