Jump to content

Dell-მა წარადგინა პირველი მონიტორები IPS Black მატრიცით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით - 27-დუიმიანი UltraSharp


Recommended Posts

კომპანია Dell-მა დააანონსა 27-დუიმიანი საოფისე მონიტორი UltraSharp სერიიდან. ახალი UltraSharp U2724D-ისა და UltraSharp U2724DE-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ესენია პირველი დისპლეები IPS Black მატრიცით, რომელთა კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

IPS Black პანელები დამზადებულია LG-ის მიერ. კომპანიამ ისინი CES 2022-ზე დააანონსა. მწარმოებლის თქმით ტექნოლოგია უზრუნველყოფს „35%-ით უფრო ინტენსიურ შავ ფერდა კონტრასტის ორმაგ კოეფიციენტს ჩვეულებრივ IPS პანელებთან შედარებით“. თუ IPS მონიტორების ტიპიური კონტრასტის თანაფარდობაა 1000:1, IPS შავისთვის ეს არის 2000:1. IPS Black პანელები ასევე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ხედვის კუთხეებს და ზრდის ფერის გაჯერებას დაბალი გრადაციის ადგილებში, აცხადებს LG. 

image.jpeg 

IPS Black მატრიცის მქონე Dell-ის პირველი მონიტორებია 27- და 32-დუიმიანი UltraSharp-ები 4K გაფართოების მხარდაჭერით. გარდა ამისა, კომპანიამ გამოუშვა 32-დუიმიანი მოდელი 6K გაფართოებით, თუმცა მისი კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცია. ხოლო UltraSharp U2724D და UltraSharp U2724DE IPS Black მატრიცის მქონე პირვლი დისპლეები, რომლებზეც 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირეა მხარდაჭერილი, მაგრამ ფლობენ უფრო დაბალ, 1440p გაფართოებას. 

image.jpeg 

ხალი მონიტორების სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, აქვთ 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და ფერის გადმოცემის Delta E <2 სიზუსტე, აგრეთვე 5 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. მხარდაჭერილია რეჟიმი „გამოსახულება გამოსახულებაში“. მონიტორებს აქვთ გონომიული სადგამი, როლის მეშვეობით რეგულირდება ეკრანის სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, აგრეთვე ბრუნვადობა და დახრილობა. 

Dell UltraSharp U2724D-ზე ხელმისაწვდომია თითო DisplayPort 1.4, HDMI და USB Type-C გარე მოწყობილობისთვის 15 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. მონიტორს აგრეთვე აქვს USB ჰაბი ერთი Type-C და სამი USB პორტით. U2724DE განსხვავდება დამატებით Thunderbolt 3 (Type-C) ინტერფეისით - 15-ვატიანი დამუხტვის ალტერნატიული რეჟიმით, აგრეთვე აქვს LAN პორტი და KVM-გადამრთველი. 

Dell UltraSharp U2724D-ს ფასია 479 აშშ დოლარი, U2724DE მოდელის კი - 649 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.