Jump to content

Starship მზადაა ნოემბრის შუა რიცხვებში ფრენისთვის, განაცხადა SpaceX-მა


Recommended Posts

SpaceX-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ კომპანია მალე მზად იქნება განახორციელოს რაკეტა Starship-ის ორბიტაზე ფრენის მეორე მცდელობა. პირველი წარუმატებელი გაშვება შედგა მიმდინარე წლის 20 აპრილს. მას შემდეგ კომპანიამ სრულყო რაკეტა და გაშვების პლატფორმა და უფრო მეტად არის წარმატებაში დარწმუნებული. კომპანიას დარჩა მხოლოდ ნერბართვის მიღება ეკოლოგებისგან, რისი მიღწევის შანსები რეალურად არსებობს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

ფორმალურად აშშ-ს თევზის რესურსისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურს ოთხი თვე აქვს, რათა გასცეს Starship-ის გაშვების ნებართვა. უარეს შემთხვევაში SpaceX ნებართვას მიიღებს 2024 წლის მარტისთვის, მაგრამ ეს ასევე შეიძლება მოხდეს ბევრად ადრე. ყოველ შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ნებართვის გაცემისთვის გამოყოფილი მთელი პერიოდის გამოყენებას. 

კოსმოსური ფრენების კიდევ ერთმა მარეგულირებელმა, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) გასულ კვირას უკვე გასცა Starship-ის გაშვების ნებართვა. სამმართველომ გაშვების უსაფრთხოების ზომები შეაფასა ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების საფრთხის თვალსაზრისით და დაადგინა, რომ იგი აკმაყოფილებს სტანდარტებს. 

SpaceX-ის ანგარიშის მიხედვით წარუმატებელი გაშვების გამოცდილების გათვალისწინებით რაკეტასა და გამშვებ პლატფორმაში ბევრი ცვლილება იქნა შეტანილი. მათგან უმთავრესია რაკეტისა და ამაჩქარებლის „ცხელი განცალკევება“ (ხომალდის ძრავის ჩართვა ამაჩქარებლის გამოყოფამდე), ამაჩქარებლის ძრავების წევის რეგულირების ახალი სისტემა, აგრეთვე სასტარტო პლატფორმაზე ფოლადის ფილის და აალების ჩასაქრობი წყლის სისტემის განთავსება. 

გაშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა მარეგულირებელმა დაამტკიცა ყველა ცვლილება და წინ აღარ ეღობება Starship-ის გაშვებას. რჩება გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სახეობების საფრთხის შეფასება გაშვების დროს. ადრე ამ მიმართულებით დიდი სამუშაო იყო გაწეული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიას ამ გზის ხელახლა გავლა მოუწიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ Starship-ის ორბიტალურ ფრენის მეორე მცდელობა საკმაოდ მალე მოხდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.