Jump to content

MSI ამზადებს ექვს გეიმინგ QD-OLED მონიტორს - 27-დან 49 დუიმამდე, 2K-დან 4K-მდე და 144-360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირეებით


Recommended Posts

კომპანია MSI გამოუშვებს გეიმინგ მონიტორების რამდენიმე მოდელს QD-OLED-დისპლეებით, რომლებიც MPG და MAG სერიებშეავსებს. კომპანიის ასორტიმენტი გაფართოვდება ბრტყელი და რკალისებრი ეკრანის მქონე მონიტორებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ფლაგმანურ მოდელებად MSI ასახელებს 34-დუიმიან MAG 341CQP QD-OLED-ს UWQHD (3440 × 1440 პიქსელი) გაფართოებით და 49-დუიმიან MPG 491CQP QD-OLED-ს Dual QHD (5120 × 1440 პიქსელი) გაფართოებით. ორივე მათგანს რკალისებრი ეკრანი აქვს 1800R სიმრუდის რადიუსით და 0.03 მილიწამი რეაგირების დროით. MAG 341CQP QD-OLED მოდელზე მხარდაჭერილია 175 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, MPG 491CQP QD-OLED მოდელზე კი - 144 ჰერცი. 

ხალ მონიტორებს აქვს დინამიური კონტენტის ასახვის სიმკვეთრე, აგრეთვე ღრმა შავი ფერის ასახვის შესაძლებლობა, რაც დასტურდება VESA ClearMR 9000 და DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაციები. OLED-პანელის გადახურების რისკის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია ექსკლუზიური ტექნოლოგია MSI OLED Care 2.0. მონიტორებს აქვს ოპტიმიზებული პასიური გაგრილების სისტემა. შესაძლებელია აპლიკაცია MSI Gaming Intelligence-ის გამოყენება და სხვადასხვა გეიმინგ ფუნქციის გააქტიურება, მაგალითად სამიზნის ინტელექტუალური მონიშვნა (Smart Crosshair), გაზრდა დამიზნებისას (Optix Scope) და ღამის ხედვის რეჟიმი (Night Vision AI). 

MPG 491CQP QD-OLED და MAG 341CQP QD-OLED მოდელებზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1 კონექტორი სიხშირის ცვლადი განახლების მხარდაჭერით (VRR), აქვს ALLM რეჟიმის მხარდაჭერა, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, რისი წყალობით შესაძლებელია მონიტორების გამოყენება გეიმინგ კონსოლებთან. CEC ფუნქციის წყალობით შესაძლებლია ერთი კონტროლერის გამოყენება HDMI-თ დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობის სამართავად. ასევე ხელმისაწვდომია USB-С ინტერფეისი მობილური მოწყობილობების დამუხტვისთვის. 

MAG 341CQP QD-OLED და MPG 491CQP QD-OLED მოდელები გაყიდვაში 6 იანვარს გამოვა. 

image.jpeg 

კომპანია ასევე გამოუშვებს 27- და 32-დუიმიან ბრტყელეკრანიან QD-OLED მოდელებს - MPG 321URX QD-OLED, MAG 321UPX QD-OLED, MPG 271QRX QD-OLED და MAG 271QPX QD-OLED. მონიტორების მახასიათებლები შემდეგია: 

  • MPG 321URX QD-OLED: UHD 4K (3840 × 2160 პიქსელი), 240 ჰც, 0.03 მწ (GtG); 

  • MAG 321UPX QD-OLED: UHD 4K, 240 ჰც, 0.03 მწ (GtG); 

  • MPG 271QRX QD-OLED: WQHD 2K (2560 × 1440 პიქსელი), 360 ჰც, 0.03 მწ (GtG); 

  • MAG 271QPX QD-OLED: WQHD 2K, 360 ჰც, 0.03 მწ (GtG). 

ყველა ზემოთხსენებულ მონიტორს აქვს MSI OLED Care 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ახანგრძლივებს OLED-პანელების სასიცოცხლო პერიოდს, აგრეთვე აქვთ პასიური გაგრილების სისტემა. გარდა ამისა, გააჩნიათ აპლიკაცია MSI Gaming Intelligence-ის მხარდაჭერა კონსოლების რეჟიმით, ხელმისაწვდომია USB-C კონექტორები გარე მოწყობილობებისთვის 90 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. 

ახალ მონიტორებზე MSI უფრო დეტალურად ისაუბრებს გამოფენა CES 2024-ზე, რომელიც იანვრის პირველ რიცხვებში გაიმართება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.