Jump to content

Apple-მა რადიკალურად განაახლა საბაზისო MacBook Pro


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა განაახლა ყველაზე ხელმისაწვდომი MacBook Pro, რომელიც ახლა წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეით და M3 პროცესორი. ადრე ყველაზე ხელმისაწვდომ MacBook Pro-ს ჰქონდა 13-დუიმიანი დისპლეი, ხოლო 14-დუიმიანი მოდელები კომპლექტდებოდა Pro ან Max სერიის უფრო მძლავრი ჩიპებით და ღირდა შესამჩნევად ძვირი. 13-დუიმიანი მოდელი აღარ გამოვა. ასევე, განახლებულ ხაზში Apple-მა საბოლოოდ თქვა უარი სენსორულ პანელ Touch Bar-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: apple.com 

პროცესორი Apple M3 გახდა საწყისი დონის MacBook Pro-ს მთავარი უპირატესობა. ეს ჩიპი დამზადებულია 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და უზრუნველყოფს წარმადობის შესამჩნევ ზრდას: კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს 60%-ით გაზრდილი სიჩქარე Final Cut Pro-ში ვიდეოს რედაქტირებისას M1-ის მქონე 13-დუიმიან MacBook Pro-სთან შედარებით. ჩვეულებისამებრ, Apple-მა გააზიარა მხოლოდ წარმადობის შერჩეული სტატისტიკა, ამიტომ ძნელია ვიმსჯელოთ, რამდენად სწრაფია M3 მთლიანობაში M1-სა და M2-თან შედარებით. 

14-დუიმიანი MacBook Pro-სგან M3 Pro და Max ჩიპების მქონე ახალ ლეპტოპებში ნასესხებია დიზაინი ეკრანზე არსებული ჭრილის ჩათვლით. თუმცა ახალი მოდელი შავი ფერის ვარიანტში არ გამოვა: შემოთავაზებული იქნება ღია ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერი ვერსიები. ახალი მახასიათებლების პარალელურად გაიზარდა ფასი: ამჟამად ყველაზე დაბალფასიანი MacBook Pro გაიყიდება 1599 აშშ დოლარად - მისი წინამორბედი 1299 აშშ დოლარი ღირდა. საბაზისო კონფიგურაციაში წარმოდგენილია მხოლოდ 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, რაც ნამდვილად ცოტაა ასეთი ფასის მქონე ლეპტოპისთვის. გარდა ამისა, საბაზისო დონის მოდელისთვის ხელმისაწვდომი არ არის Space black ფერი - იგი აქვს მხოლოდ M3 Pro და M3 Max ჩიპებზე მომუშავე 14- და 16-დუიმიან მოდელებს, რომელთა ფასი 1999 აშშ დოლარიდან იწყება. 

ხალი მოდელის გამოშვებით Apple-მა წარმოებიდან ამოიღო 13-დუიმიანი MacBook Pro M2 ჩიპით, ასევე 2016 წელს გამოჩენილი მინიატურული სენსორული ეკრანი Touch Bar, რომელსაც მთელი რიგი ფუნქციონალური კლავიშები უნდა ჩაენაცვლებინა. პანელით კომპლექტდებოდა მხოლოდ MacBook Pro, თუმცა გარკვეული მოთხოვნა მასზე ფიქსირდებოდა MacBook Air-ისა დ Mac-ის სეგმენტებშიც. ერთგვაროვნების ნაკლებობამ შეამცირა მისი პრიორიტეტი მესამე მხარის დეველოპერებს შორის და Apple მას სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა macOS-ის განახლებებისას. ფიზიკური ფუნქციური ღილაკები საბოლოოდ დაბრუნდა 14- და 16-დუიმიან MacBook Pro-ებში, ხოლო 13-დუიმიანი მოდელი წარმოებიდან მოიხსნა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.