Jump to content

Radeon RX 7900 GRE გამოჩნდა ევროპულ საცალო ვაჭრობაში 672 ევროდან


Recommended Posts

გეიმი ვიდეო ბარათი Radeon RX 7900 GRE ევროპაში უკვე ხელმისაწვდომია, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი. თავდაპირველად ამაჩქარებელი წარმოდგენილი იყო, როგორც მზა გეიმინგ კომპიუტერების ნაწილი სხვადასხვა OEM-ისგან. გამონაკლისს წარმოადგენდა ჩინეთი, სადაც ბარათის გაყიდვის დაწყების მომენტისთანავე შეიძლებოდა მისი ცალკე შეძენა. 

image.jpeg 

ზოგიერთმა ევროპლმა საცალო სავაჭრო პლატფორმამ დაიწყო Radeon RX 7900 GRE-ს გაყიდვა დაახლოებით 700 ევროდ. ამჟამად ამ მოდელის ყველაზე დაბალი ფასი 671.59 ევროა. ამ ფასად შესაძლებელია კომპანია XFX-ის ვერსიის შეძენა, მაგალითად, იტალიურ რითეილერ PSK Mega Store-დან. 

image.png 

ფოტოს წყარო: PSK Mega Store 

ფასის კლება შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ XFX აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია ვიდეო ბარათების სხვა მწარმოებელებს შორის, რომელიც გვთავაზობს Radeon RX 7900 GRE-ს AMD-ის ეტალონური დიზაინით, წერს VideoCardz. ევროპული ფასების აგრეგატორ Geizhals-ის თანახმად Radeon RX 7900 GRE-ს ფასი ევროზონაში ამჟამად დაახლოებით 163 ევროთი ნაკლებია Radeon RX 7900 XT მოდელთან შედარებით, რომლის შეძენა შესაძლებელია 835 ევროდ. ამასთან Radeon RX 7900 GRE-ს ღირებულება 128 ევროთი მეტია Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით, რომელიც 544 ევროდ იყიდება. 

Radeon RX 7900 GRE-ს გრაფიკულ პროცესორს აქვს 33%-ით მეტი გრაფიკული ბირთვი Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით. ვიდეო ბარათის მეხსიერების მოცულობაა 16 გბ. Radeon RX 7900 GRE 24%-ით უფრო ძვირია უმცროს მოდელთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს 10%-ით უფრო სწრაფი. 

აღსანიშნავია, რომ იტალიის გარდა ვიდეო ბარათი პოლონეთში, ლატვიაში, თურქეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებშიც გახდა ხელმისაწვდომი. საცალო მოვაჭრეების თქმით ახალ პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს, ბარათები მარაგშია. 

პორტალ Tom's Hardware-ის მიხედვით Radeon RX 7900 GRE ასევე გამოჩნდა შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ როგორც მზა გეიმინგ კონსტრუქციების შემადგენლობაში. ამ ამაჩქარებლის მქონე სისტემების შეძენა შესაძლებელია 1650 აშშ დოლარიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.