Jump to content

შეერთებულ შტატებში მოითხოვეს კრიპტო ინდუსტრიის შეზღუდვა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად


Recommended Posts

image.jpeg 

ამერიკელმა სენატორმა სინტია ლამისმა და პალატის წარმომადგენელმა ფრენჩ ჰილმა იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც სთხოვენ, რომ „გულდასმით შეაფასონ, რამდენად უზრუნველყოფენ Binance და Tether მატერიალურ დახმარებას და რესურსებს ტერორიზმის მხარდასაჭერად“. 

კანონმდებლებმა სთხოვეს გენერალურ პროკურორ მერიკ ჰარლანდს „მიეღო გადაწყვეტილება Binance-ის წინააღმდეგ, რომელიც ასახავს მის ბრალეულობის დონეს და სწრაფად დაასრულებს გამოძიებას Tether-ის მონაწილეობით მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“. 

ინიციატივა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანიებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს სანქციები და კანონები საბანკო საიდუმლოების შესახებ. 

დოკუმენტის თანახმად Tether „შეგნებულად უწყობს ხელს ნორმატიული დადგენილებების დარღვევას - არ ატარებს მომხმარებლების ადეკვატურ შემოწმებას“.  

ორივე კომპანია უკვე განიცდის ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან. 27 მარტს CFTC-მ დაადანაშაულა Binance დერივატივებით ვაჭრობის წესების დარღვევასა და ლიცენზიის გარეშე მუშაობაში. ასევე, სააგენტოს განცხადებით კომპანიამ იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქცირებული პირები იყვნენ. 

2021 წელს CFTC-მ დააჯარიმა Tether 41 მლნ აშშ დოლარით „მცდარი ან შეცდომაში შემყვანი განცხადებების“ გაკეთებისთვის USDT Stablecoin-ის სრული უზრუნველყოფის შესახებ. 

ჰილი და ლამისი ზოგადად მეგობრულად არიან განწყობილნი კრიპტოვალუტების მიმართ და თავიანთ წერილში განაცხადეს, რომ ციფრულ აქტივებს და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს შეუძლიათ „პასუხისმგებლიანი ინოვაციების სტიმულირება“. 

კრიპტო აქტივების სფეროში ბევრი შუამავალი ცდილობს დაიცვას აშშ-ის სანქცები და კანონები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ და ამ წესებს განიხილავენ, როგორც აუცილებლობას ტექნოლოგიის პერსპექტივების გამოვლენისთვის“ - განაცხადეს მათ. 

სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება „იბრძოლებს კრიპტოვალუტების გამოყენებით ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების თავიდან აცილების წინააღმდე“ ისრაელის მხარდასაჭერად. 

ბრაუნმა პირობა დადო, რომ ფულის წყაროს გადაუკეტავს უკანონო ორგანიზაციებს ციფრული აქტივების ინდუსტრიაზე დამატებითი კონტროლის შემუშავებით. მან მოიხსენია კოლეგა-სენატორი ელიზაბეტ უორენი, რომელიც ასევე მხარს უჭერს კრიპტოვალუტების საშუალებით ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას. 

უორენმა ადრე მოიხსენია WSJ-ის სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინელმა ბოევიკებმა მიიღეს მინიმუმ 134 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები. 

Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ტერორისტებთან დაკავშირებული კრიპტოვალუტების გამოთვლისას ბევრი არასწორად აერთიანებს მასში მესამე მხარის თანხებს, რომლებიც გადიოდა კრიმინალებთან კავშირში მყოფ სხვადასხვა გადახდის სერვისს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ უკანონო ქმედებების დაფინანსება კვლავ დიდწილად ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა. 

„ადმინისტრაციამ უნდა გადადგას დამატებითი ნაბიჯები სანქციების დასაწესებლად და რესურსები გამოყოს მრავალმხრივი ძალისხმევისთვის ჰამასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივის თვალყურის დევნების, თანხების გაყინვისა და კონფისკაციისთვის, და მიიღოს ზომები, რათა ტერორისტებს შეუწყდეთ წვდომა თანხების მოზიდვის შესაძლებლობაზე“, - განაცხადა ბრაუნმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ კრიპტო-ტერორისტების დაფინანსების დაბლოკვის მცდელობები ხშირად ერთგვარ თამაშს ემსგავსება, რადგან სამართალდამცავებმა შეიძლება შეაჩერონ ერთი გარიგება, ხოლო დამნაშავეები სხვა პლატფორმაზე გადავიდნენ. 

CoinMetrics-ის თანადამფუძნებელმა ნიკ კარტერმა გამოაქვეყნა გრძელი თემა X-ის ტრენდზე, რომელშიც იგი აშშ-ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა კრიპტოვალუტბის საწინააღმდეგო პოლიტიკისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სენატორები სწორედ WSJ-ის არაზუსტ მონაცემებს ეყრდნობოდნენ. 

”რადგანაც კონგრესის 20%-მა მოაწერა ხელი ამ წერილს და ეს ყველაფერი WSJ-ის სტატიაზეა დაფუძნებული, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების აპარატს კრიპტო ინდუსტრიის წინააღმდეგ განაწყობს, ჩვენ სასწრაფოდ ვიმსახურებთ პასუხებს”, - განაცხადა კარტერმა. 

მისი აზრით, თუ გამოცემის ანალიზი არასწორია, მაშინ წინ "დიდი სკანდალია". 

შეგახსენებთ, რომ კიბერკრიმინალებისა და ტერორისტების მიერ ციფრული ვალუტების გამოყენების შეშფოთების ფონზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კრიპტოვალუტის მიქსერები გამოაცხადოს „ფულის გათეთრების ცენტრებად“, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

მოგვიანებით, Elliptic ანალიტიკოსებმა აღნიშნეს კრიპტოვალუტების უმნიშვნელო წილი ჰამასის დაფინანსებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.