Magdalena Posted October 31, 2023 Posted October 31, 2023 კომპანია Blue Origin-მა წარადგინა დასაფრენ მოდულ Blue Moon-ის მაკეტი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მთვარისკენ ფრენისთვის უახლოეს სამ წელიწადში იქნება მზად. თავდაპირველად იგი ეკიპაჟის გარეშე გაფრინდება, ათწლეულის ბოლოს კი შეასრულებს პილოტირებულ მისიას. ფოტოს წყარო: twitter.com/SenBillNelson ხომალდის მაკეტი NASA-ს ადმინისტრაციას Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა კოსმოსური კომპანიის ქარხანაში ჰანთსვილში, შტატ ალაბამაში. დასაფრენი მოდულის სიგანე 7 მეტრს შეადგენს და მას კოსმოსში Blue Origin-ის რაკეტა New Glenn წაიღებს. ხომალდის ამ ვარიანტის სახელწოდებაა Mark 1 და იგი განკუთვნილია 3 ტონამდე სასარგებლო ტვირთის მთვარეზე წაღებისთვის. უფრო დიდი ვერსია Mark 2 კი განკუთვნილია პილოტირებული მისიისთვის - მაისში კომპანია არჩეულ იქნა მთვარის მისია Artemis V-ის ოპერატორად. Artemis V ოფიციალურად 2029 წელს არის დაგეგმილი, მაგრამ სავარაუდოდ გადაიდება. ეს იმიტომ ხდება, რომ Artemis III და Artemis IV მისიები, რომლებიც დაგეგმილია და მათი განხორციელება მინიჭებული აქვს SpaceX-ს, უფრო ადრე უნდა რეალიზდეს. ისინი დაგეგმილია შესაბამისად 2025 და 2028 წლებში, მაგრამ მათი ბედი დამოკიდებული იქნება რაკეტა Starship-ზე, რომელიც ჯერ ორბიტაზე უნდა გავიდეს და შემდეგ კოსმოსში გამოცადოს საწვავის შევსების ტექნოლოგია - ეს ყველაფერი საჭიროებს მრავალჯერ წარმატებულ გაშვებას. ეკიპაჟით პირველი ფრენის წინ კი SpaceX გეგმავს საჩვენებელი უპილოტო მისიის ჩატარებას Starship მოდულის მთვარეზე დაშვებით. ფოტოს წყარო: twitter.com/blueorigin Blue Origin-ის მთვარის მოდულის არქიტექტურა დიდწილად SpaceX-ის მოდულის ანალოგიურია: ორივეს სჭირდება საწვავით შევსება კოსმოსში, თუმცა Blue Moon-ს - თხევადი წყალბადი, Starship-ის კი - თხევადი მეთანი. Blue Origin-იც ჩაატარებს საცდელ ფრენებს რაკეტა New Glenn-ით, ეს ფრენები სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება. თითოეული პილოტირებული მისიისთვის კომპანიას მოუწევს New Glenn-ის სამი გაშვება: ერთი - მოდულის გაშვება მთვარის ორბიტაზე და კიდევ ორი - ჩასაბმელი საწვავის ავზის ტრანსპორტირებისთვის. ასტრონავტები დედამიწიდან გაფრინდებიან კოსმოსურ ხომალდ „ორიონით“ და რაკეტა SLS-ით - მთვარის ორბიტაზე ხომალდი მიუერთდება SpaceX-ის ან Blue Origin-ის დასაფრენ მოდულს და მასთან ერთად მთვარის ზედაპირისკენ გაემართება. ეს დასაფრენი მოდულები უკანვე დააბრუნებენ ეკიპაჟს „ორიონზე“, რომელიც მათ უკან დედამიწაზე ჩამოიყვანს. Blue Moon-ის დასაფრენი მოდული Mark 1 მთვარეზე დაფრინდება თავდაპირველად სადემონსტრაციო მისიით; ასევე დაგეგმილია დამატებითი ფრენები მთვარის ზედაპირზე ტვირთის მიტანისთვის, რომლებიც სავარაუდოდ დაიწყება არაუგვიანეს 2026 წელს. https://tinyurl.com/2b79c7af Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.