Magdalena Posted October 31, 2023 Posted October 31, 2023 კომპანია Google გეგმავს 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით ინვესტირებას ახალგაზრდა კომპანია Anthropic-ში, რომელიც OpenAI-ის კონკურენტია და სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის დიდი ენის მოდელების შემუშავებაში - წერს Wall Street Journal. ფოტოს წყარო: anthropic.com საძიებო გიგანტი სტარტაპს თავდაპირველად გადაურიცხავს 500 მლნ აშშ დოლარს, დანარჩენს კი - მოგვიანებთ - ეს ინვესტიცია Anthropic-ს დაეხმარება ახალი დიდი ენის მოდელის შემუშავებაში, რომელიც „ათჯერ ეფექტური“ იქნება ამჟამად ბაზარზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან შედარებით. კომპანია დაარსდა 2021 წელს OpenAI-ის განვითარების ყოფილი აღმასრულებლების მიერ. Anthropic-ის ფლაგმანური პროდუქტია მოდელი Claude 2, რომელიც ChatGPT-ის ანალოგია: იგი წერს ტექსტებს, ქმნის პროგრამულ კოდს და ხსნის მათემატიკურ ამოცანებს. კომპანიას ასევე აქვს მოდელი Claude Instant, მას აქვს ფუნქციების შეზღუდული ნაკრები Claude 2-თან შედარებით, რაც კომპენსირდება უფრო მოკრძალებული ფასით და რეაგირების მოკლე დროით. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩატ-ბოტის ფორმატში ვებ ინტერფეისის საშუალებით, არამედ მუშაობს API-სთან, რის შედეგად შესაძლებელია ორივე მათგანის ინტეგრირება მესამე მხარის პროგრამულ პროდუქტებში. ChatGPT-ზე უპირატესობის მოპოვების მცდელობისას, Anthropic-მა ორივე მოდელი უზრუნველყო შემავალი მონაცემების დიდი მოცულობით - ერთდროულად 70 ათასამდე სიტყვით, რაც Claude 2-სა და Claude Instant-ს საშუალებას აძლევს დააგენერირონ მთლიანი წიგნების მოკლე რეზიუმეები, რაც კონკურენტი პროდუქტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. Anthropic-ის 2 მლრდ აშშ დოლარიანი დაფინანსება Google-ის მხრიდან პირველი არ არის: გასულ წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა სტარტაპისგან აქციების 10% 300 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდა, მიმდინარე წლის მაისში კი სხვა მონაწილეებთან ერთად სტარტაპი უზრუნველყო კიდევ 450 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით. დაახლოებით ერთი თვის წინ Anthropic-ში 4 მლრდ აშშ დოლარი ჩადო Amazon-მა, ამ თანხის მესამედს სტარტაპი ავანსად მიიღებს. Anthropic-მა ქლაუდ სერვისების წამყვან მომწოდებლად AWS აირჩია. Amazon-სა და Google-თან შეთანხმებამდე Anthropic-მა განაცხადა, რომ გეგმავდა 4.1 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას - ამჟამად იგი, სავარაუდოდ, უფრო მეტი ღირს, თუმცა მაინც გაცილებით ნაკლები - OpenAI-სთან შედარებით, რომელიც უკვე ემზადება 80-90 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციების მეორედ გაყიდვისთვის. https://tinyurl.com/wuyz7ucz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.