Magdalena Posted October 30, 2023 Share Posted October 30, 2023 კომპანია Boston Dynamics-მა რობოტიზებულ ძაღლ Spot-ს ასწავლა ლაბორატორიაში მეგზურად იმოქმედოს და ტურებს ჩაატაროს სხვადასხვა პერსონაჟის სახელით - ამ მიზნით რობოტს დაუკავშირეს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ჩატ-ბოტი ChatGPT. ფოტოს წყარო: bostondynamics.com Spot-ს დაუკავშირეს დინამიკები, მიკროფონები და API ChatGPT, რამაც იგი საინტერესო მოსაუბრედ აქცია. იმისთვის, რომ რობოტის იერსახე უფრო გამოეცოცხლებინათ, დეველოპერებმა პირის ადგილას დაუმატეს რობოტიზებული მანიპულატორი, რომელზეც მიამაგრეს თავის აქსესუარი და პლასტმასის თვალები. ექსკურსიის ნიმუშის სახით დეველოპერებმა დაწერეს საბაზისო სცენარები ლაბორატორიის თითოეული ოთახისთვის - მაგალითად, რობოტი დამთვალიერებლებს აჩვენებდა თავისი დამტენი დოკ-სადგურის ადგილმდებარეობას. Spot-ს აგრეთვე ასწავლეს ფოტოების გადაღება და პასუხების გაცემა იმის შესახებ, რასაც ხედავს. და ბოლოს, მას სთხოვეს ექსკურსიების ჩატარება სხვადასხვა პერსონაჟის სახელით: შექსპირისდროინდელი ბრიტანელი გიდი, მოზარდი გოგონა და სარკასტული ჯოში. Spot ადამიანებს ესაუბრებოდა კომპლიმენტებით, გზადაგზა თხზავდა ლექსებს და წარმატებით პასუხობდა ისეთ კითხვებს, რომლებიც სცენარში არ შედიოდა: როდესაც მას სთხოვეს მშობლები ეჩვენებინა, მან დამთვალიერებლები წინა თაობის Spot-რობოტების გამოფენასთან მიიყვანა. თუმცა ხდებოდა ხარვეზებიც: ზოგჯერ იგი საუბრობდა რეალობასთან შეუსაბამოდ. ერთხელ კი დააინგორა თანამოსაუბრის რეპლიკა, განაგრძო საუბარი და პასუხს მოგვიანებით დაუბრუნდა. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/ytr6wukf https://tinyurl.com/2wjbe6a7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.