Jump to content

Snapdragon 8 Gen 4 გადავა Oryon-ბირთვებზე და მწარმოებლებს აიძულებს ფლაგმანურ სმარტფონებზე ფასები გაზარდონ


Recommended Posts

სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი Snapdragon 8 Gen 3 პროცესორისა და Windows-ზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებზე ორიენტირებული Snapdragon X Elite-ის ანონსის პარალელურად კომპანია Qualcomm-მა გააზიარა გარკვეული დეტალები სამომავლო მობილურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 4-ის შესახებ, რომლის წარდგენა 2024 წელს შედგება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

სამომავლო Snapdragon 8 Gen 4-ში გამოყენებული იქნება კომპანიის წარმოების გამომთვლელი Oryon ბირთვები, რომლებიც ნახევრად ქასთომიზებულ Kryo ბირთვებს ჩაანაცვლებენ. Qualcomm-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტ Chris Patrick-ის თქმით პროცესორში სრულად ქასთომიზებული ბირთვების გამოყენება „აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩიპები უფრო ძვირი იქნება“. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია შეეცდება იპოვნოს ბალანსი ფასს, ენერგომოხმარებასა და წარმადობას შორის. სამწუხაროდ, Snapdragon 8 Gen 4-ის შემთხვევაში ბალანსი, როგორც ჩანს, გადახრილია ასეთი პროცესორების წარმოების უფრო მაღალი ხარჯებისკენ. 

„ჩვენ ველოდებით Snapdragon 8 Gen 4-ზე ფასის გარკვეულ ზრდას, რადგან რეალურად ვისწრაფვით წარმადობის შთამბეჭდავი დონის მიღწევისკენ“ - განაცხადა პატრიკმა პორტალ Android Authority-სთან კომენტარში. 

Qualcomm-ის ტოპ-მენეჯერის განცხადება ასევე ნიშნავს იმას, რომ Samsung Galaxy S25, Xiaomi 15, OnePlus 13 და მრავალი სხვა ფლაგმანურსმარტფონი, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2025 წელს და სავარაუდოდ დამყარებული იქნება Snapdragon 8 Gen 4-ზე, Snapdragon 8 Gen 3-ზე მომუშავე წინამორბედებთან შედარებით უფრო ძვირი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.