Jump to content

Qualcomm-მა Windows-ლეპტოპებისთვის წარადგინა პროცესორი Snapdragon X Elite და თვლის, რომ იგი Apple M2 Max-სა და Intel i9-ზე უკეთესია


Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა წარადგინა 12-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon X Elite 64-ბიტიან არქიტექტურა Oryon-ზე, რომელიც განკუთვნილია Windows-ზე დამყარებული პერსონალური კომპიუტერებისთვის. კომპანია აცხადებს, რომ ჩიპში გაერთიანებულია 4-ნანომეტრიანი მაღალი წარმადობის ბირთვები, ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობები, აგრეთვე მაღალი ენერგოეფექტურობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

Snapdragon X Elite-ის ბირთვები 3.8 გჰც სიხშირეზე მუშაობს, ხოლო ერთ ან ორ მათგანზე შესაძლებელია ავტომატურად აჩქარება 4.3 გჰც-მდე. ასევე ცნობილია, რომ ჩიპს აქვს 42 მბ ქეშ-მეხსიერება. 

image.jpeg 

Geekbench 6.1-ის მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტების მიხედვით პროცესორი Snapdragon X Elite უზრუნველყოფს კონკურენტებთან შედარებით ორჯერ მაღალ წარმადობას, ამასთან მისი ენერგომოხმარება მათ მიერ მოხმარებულის 1/3-ს შეადგენს. 

image.jpeg 

Snapdragon X Elite-ის ანონსისას Qualcomm-ის მიერ შემდეგი განცხადებები გაჟღერდა: 

  • მისი პროცესორი ერთნაკადიანი წარმადობით უფრო სწრაფია Apple M2 Max-სა და Intel Core i9-13980HX-თან შედარებით; 

  • ჩიპი აღწევს Apple M2 Max-ის მრავალნაკადიანი წარმადობის მაქსიმალურ დონეს, თანაც მისი ენერგომოხმარება 30 %-ით ნაკლებია; 

  • ჩიპი აღწევს Core i9-13980HX-ის მრავალნაკადიანი წარმადობის მაქსიმალურ დონეს, თანაც მისი ენერგომოხმარება კონკურენტთან შედარებით 70%-ით ნაკლებია. 

image.jpeg 

image.jpeg 

Snapdragon X Elite-ს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Adreno, რომელიც 4.6 Tflops წარმადობას უზრუნველყოფს. Qualcomm-ის თქმით ინტეგრირებული GPU 80%-დან 2-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე კონკურენტების ინტეგრირებული გრაფიკა, ხოლო ენერგოეფექტურია 20%-დან 25%-მდე. კომპანია თავის დასკვნებს 3DMark Wild Life Extreme ტესტებზე დაყრდნობით აკეთებს. გრაფიკულ ქვესისტემას ასევე აქვს 4K-მდე გაფართოების და HDR10 რეჟიმში 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის ეკრანების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Snapdragon X Elite-ის შემადგენლობაში ასევე მოცემულია სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine ჯამური წარმადობი 75 TOPS-ამდე. მასში წარმოდგენილია თანაპროცესორი NPU (Neural Processing Unit) Hexagon, რომელიც უზრუნველყოფს 45 TOPS წარმადობას INT4 ოპერაციებში, რაც 4.5-ჯერ მეტია ბაზარზე წარმოდგენილ თანამედროვე ლეპტოპებში მოცემულ აქტუალურ პროცესორებთან შედარებით, აცხადებს კომპანია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ჩიპს შეუძლია გაუშვას გენერაციული დიდი ენის მოდელები (LLM) 13 მილიარდზე მეტი პარამეტრით. გარდა ამისა, NPU პასუხისმგებელია უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მოწინავე შესაძლებლობებზე, ავტომატიზაციის ფუნქციებსა და Snapdragon X Elite-ზე დამყარებული მოწყობილობის ძილის რეჟიმში მუშაობაზეც. 

image.png 

Snapdragon X Elite-ის შემადგენლობაში მოცემულია 5G-მოდემი Snapdragon X65, რომელიც უზრუნველყოფს 10 გბ/წმ ჩატვირთვის და 3.5 გბ/წმ გადაცემის სიჩქარეს. წარმოდგენილი მოდული Qualcomm FastConnect 7800 უზრუნველყოფს Wi-Fi 7-ის და Bluetooth 5.4-ის მხარდაჭერას. 

image.png 

სევე Snapdragon X Elite-ის შემადგენლობაში გამოყენებულია ორი სპეციალიზებული 18-ბიტიანი თანაპროცესორი Image Signal Processor (ISP) Qualcomm Spectra. ჩიპზე მხარდაჭერილია კონფიგურაცია ორი 36 მპ და ერთი 64 მპ კამერით HDR რეჟიმში 4K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით. გარდა ამისა, ახალ გრაფიკულ ძრავ Video Processing Unit-ზე მხარდაჭერილია AV1 კოდირება და დეკოდირება. 

image.jpeg 

Snapdragon X Elite-ზე მხარდაჭერილია რვამდე 16-ბიტიანი LPDDR5X ოპერატიული მეხსიერების არხი მონაცემთა გადაცემის 8533 მეგატრანსფერი/წამში სიჩქარით, რითიც უზრუნველყოფილია მაქსიმალური სიჩქარე 136 გბ/წმ. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მხარდაჭერილი მოცულობაა 64 გბ. ასევე მხარდაჭერილია SD v3.0 მეხსიერების ბარათი, PCIe 4.0 NVMe SSD და ფლეშ-მეხსიერება UFS 4.0, სამი ინტერფეისი USB-C, სამი USB4, ორი USB3.2 Gen2 და ერთი eUSB2. პროცესორის შესაძლებლობებისა და მრავალი კონექტორის მხარდაჭერის წყალობით სამამდე გარე UHD მონიტორი შეიძლება დაუკავშირდეს მასზე დამყარებულ სისტემებს. 

Snapdragon X Elite-ზე აგებული პირველი პერსონალური კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წლის შუა რიცხვებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.