Jump to content

არაოფიციალურად: NVIDIA ამზადებს GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათებს გაზრდილი ვიდეომეხსიერებით


Recommended Posts

რამდენიმე არაოფიციალური წყარო აცხადებს, რომ NVIDIA გამოუშვებს RTX 40 სერიის რამდენიმე ახალ ვიდეო ბარათს მომავალი წლის დასაწყისში. მათ შორის, სავარაუდოდ, იქნება Super სერიის ამაჩქარებლები, რომლებსაც არსებულ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულ მახასიათებლებ ექნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

ჩინური ვებ-გვერდი Benchlife ვიდეო ბარათების მწარმოებლების ბმულზე დაყრდნობით იტყობინება GeForce RTX 4080-ის მომავალ განახლებაზე. სავარაუდოდ ახალ ვერსიაში გამოყენებული იქნება იგივე PCB, მაგრამ სტანდარტული RTX 4080 ამაჩქარებლისგან მეხსიერების კონფიგურაციით იქნება განსხვავებული. წყაროები ვარაუდობენ, რომ NVIDIA ამაჩქარებლის ვიდეომეხსერებას 20 გბ-მდე გაზრდის. 

მეხსიერების მოცულობის გაზრდა საჭიროებს 320-ბიტიანი სალტეს გამოყენებას. გარდა ამისა, ახალი ვიდეო ბარათი აგებული იქნება ერთი დონით მაღალ გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე, ასე რომ გამორიცხული არ არის CUDA-ბირთვების რაოდენობის მატებაც. 

წყაროების მიერ ნახსენები მეორე პოტენციური ახალი ბარათია RTX 4070 Super 16 გბ ვიდეო მეხსიერებით. მის შემთხვევაში სალტეს სიგანე გაიზრდება 192-დან 256 ბიტამდე, ხოლო GPU-ის სახით შესაძლოა გამოყენებული იყოს ჩიპი AD103, რომელზეც ამჟამად RTX 4080-ია დამყარებული. ასეთ ვიდეო ბარათზე წერენ ის ინფორმატორები, რომლებსაც წარსულში შეცდომები არ დაუშვიათ ახალ ვიდეო ბარათებთან დაკავშირებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ RTX 4080 Super 20 გბ მოდელის გამოშვებით NVIDIA წარადგენს AMD Radeon RX 7900 XT-ის ანალოგიურ კონფიგურაციას. ამრიგად გამოვა, რომ ორივე კომპანიას ექნება მაღალი წარმადობის ამაჩქარებლები ხაზი მეხსიერების მსგავსი მოცულობებთ - 24 გბ, 20 გბ და 16 გბ. 

ხსენებული გეგმების შესახებ ინფორმაცია ამჟამად გადაუმოწმებელი რჩება, კომპანიის ოფიციალური პირები ან სხვა ცნობილი წყაროები ჯერ არ ადასტურებენ ამაჩქარებლების გაუმჯობესებული ვერსიების გამოშვების გეგმებს. თუმცა ერთდროულად რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან ცნობების გაჩენა შეიძლება ნიშნავდეს, რომ NVIDIA-ს მოდელების დიაპაზონში გარკვეული ცვლილებები ნამდვილად მოსალოდნელია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.