Jump to content

AMD გამოუშვებს პროფესიონალურ ვიდეო ბარათ Radeon PRO W7700-ს


Recommended Posts

უახლესი დესკტოპ HEDT-პროცესორების - Ryzen Threadripper 7000-ისა და სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი Ryzen Threadripper 7000 PRO მოდელების პრეზენტაციის ფარგლებში AMD-მ განაცხადა, რომ გამოუშვებს კიდევ ერთ პროფესიონალურ ვიდეო ბარათს Radeon PRO W7000 სერიაში - მოდელ Radeon PRO W7700-ს. 

image.jpeg 

ფოტოს  წყარო: AMD 

ხალმა მოდელმა უნდა შეავსოს თვალშისაცემი უფსკრული Radeon PRO W7800-ის და Radeon PRO W7600-ის წარმადობას შორის. ცნობილია, რომ ახალ ვიდეო ბარათს ექნება 16 გბ მეხსიერება. ეს მონაცემი დაადასტურა კომპანია Dell-მა, რომელმაც Radeon PRO W7700 მიუთითა, როგორც მომავალი ვარიანტი მისი Precision 7875 სამუშაო სადგურებისთვის. 

სავარაუდოდ, Radeon PRO W7700-ს საფუძვლად დაედება გრაფიკული პროცესორი Navi 32, რომლის დებიუტი გასულ თვეში შედგა Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT გეიმინგ ვიდეო ბარათებში. Radeon PRO W7700 ჩიპის კონფიგურაცია ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, ეს იქნება Navi 32-ის სრულფასოვანი ვერსია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Radeon PRO W7800-ის შემადგენლობაში გამოყენებულია უფრო მაღალი წარმადობის GPU Navi 31. 

image.jpeg 

Radeon PRO W7700-ის გაგრილების სისტემაში გამოყენებული იქნება ტანგენციალური ქულერი ამ სერიის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სხვა მოდელების მსგავსად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

AMD-ს არ გამოუცხადებია Radeon PRO W7700-ის გამოშვების ზუსტი თარიღი, მაგრამ ვინაიდან ახალი პროდუქტი ნახსენები იყო Threadripper-ის უახლესი ჩიპების პრეს-რელიზში, დიდი ალბათობით იგი ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი 21 ნოემბერს, ახალი პროცესორების გაყიდვების დაწყების დღეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.