Jump to content

AMD-მ წარადგინა მობილური ვიდეო ბარათი Radeon RX 7900M და პირველი ლეპტოპი ამ ბარათით - Alienware m18


Recommended Posts

AMD-მ წარადგინა ვიდეო ბარათი Radeon RX 7900M, რომლის დებიუტი შედგა გეიმინგ ლეპტოპ Alienware m18-ში. AMD RDNA 3 სერიის ვიდეო ბარათში წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორი Navi 31 და 16 გბ მეხსიერება. ლეპტოპ Alienware-ის მაღალ წარმადობას ასევე უზრუნველყოფს AMD Ryzen 7045HX სერიის პროცესორები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: dell.com 

Alienware m18 მოდელი AMD Advantage სერიის ყველაზე მძლავრი 18-დუიმიანი ლეპტოპია. მასში მოცემულია „წითელი“ კომპანიის რეალურად ყველაზე მოწინავე კომპონენტები: ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი AMD Radeon და ყველაზე სწრაფი AMD Ryzen პროცესორი - ხელმისაწვდომია არჩევანი Ryzen 7045HX-დან Ryzen 9 7945HX-მდე პროცესორებში (16 ბირთვი, 32 ნაკადი). AMD Radeon RX 7900M ნიშნავს მწარმოებლის დაბრუნებას ფლაგმანური მობილური ვიდეო ბარათების სეგმენტში, რითაც დიდად არ გამოირჩეოდა RDNA სერი. მასში გამოყენებულია ჩიპლეტური MCM (Multi-Chip Module) სტრუქტურა, რომელიც მოიცავს პროცესორის 5-ნანომეტრიან გამომთვლელ ბლოკს (GCD) და 6-ნანომეტრიან დამხმარე MCD-ს. 

image.jpeg 

ფლაგმანური ვიდეო ბარათი შეიცავს 36 WGP (WorkGroup Processors) ბლოკს ან 72 გამომთვლელ ერთეულს (Compute Units), რომლებიც 4608 ბირთვს ქმნიან. ეს რიცხვი 20%-ით მეტია AMD Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით, მაგრამ 10%-ით ნაკლები - Radeon RX 7900 GRE-სთან შედარებით. ხელმისაწვდომია 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტეთი და 64 მბ Infinity Cache. შესაძლებელია ითქვას, რომ AMD ამ შემთხვევაში პოზიციონირებს NVIDIA RTX 40-ის ზედა სეგმენტის დონეზე. AMD Radeon RX 7900M-ის ენერგომოხმარება 160 ვატია და ამ მაჩვენებლის 200 მჰც-ით გაზრდა შესაძლებელია ტექნოლოგია SmartShift-ის ხარჯზე. 

image.jpeg 

Alienware m18 AMD Advantage“-ის დანარჩენი მახასიათებლებია 64 გბ-მდე ორარხიანი მეხსიერება DDR5-4800, სამ ერთეულამდე NVMe M.2 SSD ჯამში 8.5 ტბ მოცულობით, 330 ვატი სიმძლავრის კვების ადაპტერი GaN, 97 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და 18-დუიმიანი დისპლეი - ხელმისაწვდომია ვარიანტები QHD+ (165 ჰც) და FHD+ (480 ჰც) ეკრანებით. ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გაგრილებაზე პასუხისმგებელია საფირმო სისტემა Cryo-Tech სპილენძის შენადნობის კომპონენტებით და აორთქლების კამერით. 

image.jpeg 

მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.3, Ethernet პორტი, უნივერსალური 3.5 მმ აუდიოკონექტორი, ორი პორტი USB 3.2 Gen 1 (Type-A და Type-C) და ორი პორტი USB 4 Gen2 Type-C 15 ვატმდე კვების მხარდაჭერით, აგრეთვე DisplayPort 1.4, mini-DisplayPort და სლოტი SD ბარათისთვის. კლავიატურა და კვების ღილაკი წარმოდგენილია AlienFX RGB განათებით. ლეპტოპი Alienware m18 AMD Radeon RX 7900M ვიდეო ბარათით 2799.99 აშშ დოლარად გაიყიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.