Jump to content

მაიკ ნოვოგრაცი: SEC Bitcoin ETF-ს მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს


Recommended Posts

image.jpeg 

აშშ-ის ფასიანი ქარალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ფასის ბაზაზე პირველ საბირჟო ფონდს (ETF) 2023 წლის ბოლომდე დაამტკიცებს - ასეთი აზრი გამოთქვა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში. 

image.jpeg 

„დადასტურება იქნება. ვფიქრობთ, ეს მოხდება მიმდინარე, 2023 წელს“ - განაცხადა მან. 

ნოვოგრაცმა საფუძვლად მოიყვანა აგვისტოს ბოლოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა Grayscale Investments-ის შუამდგომლობა SEC-ის წინააღმდეგ მარეგულირებლის მიერ GBTC-ის Bitcoin ETF-ად გარდაქმნაზე უარის თქმის შესახებ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისია გამოტანილ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. 

SEC-მა სასამართლო პროცესი წააგო. მოსამართლემ განაცხადა: „რაზე საუბრობთ, SEC? თქვენ გაქვ ფიუჩერსული ETF Bitcoin-ზე და ამბობთ, რომ ვერ ამოქმედდება სპოტ ETF. ეს აზრს მოკლებულია“. ეს ვითარება SEC-ს არამომგებიან პოზიციაში აყენებს“ - განმარტა ნოვოგრაცმა. 

მისი თქმით, ამერიკული საზოგადოების სურვილი ასეთია და აქტივების მართვის მსოფლიოში უმსხხვილესი კომპანია BlackRock ამას გააკეთებს. 

ნოვოგრაცის მფლობელობაში არსებულმა Galaxy Digital-მა Invesco-სთან ერთად ერთობლივი წინადადება Bitcoin ETF-ისთვის ჯერ კიდევ ივლისში შეიტანა. ოქტომბერში კომპანიებმა ასევე მოითხოვეს თანხმობა Ethereum ETF-ზე. 

Grayscale-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრეიგ სალმმა Bitcoin ETF-ის დამტკიცებას „დროის საკითხი“ უწოდა, წერს The Block. 

16 ოქტომბერს Cointelegraph-მა გამოაქვეყნა ყალბი ცნობები, რომ SEC-მა სავარაუდოდ დაამტკიცა BlackRock-ის შესაბამისი ინსტრუმენტი. ამ ფონზე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 30 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ შემდეგ 28 ათას აშშ დოლარიან დონეს დაუბრუნდა. 

BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასის სწრაფი მატება დაუდასტურებელ ამბების გამო "ციფრულ აქტივებზე არადამაკმაყოფილებელ მოთხოვნაზე" მიუთითებს. 

31 აგვისტოს SEC-მა გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე Bitcoin ETF-ის შესახებ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადო. სექტემბრის ბოლოს კი მარეგულირებელმა განაცხადების განხილვა 2024 წლის იანვრამდე გადაავადა. 

შეგახსენებთ, აგვისტოში ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin ETF-ები დამტკიცდებოდა 2024 წლის თებერვლამდე. იმავე თვეში ARK Invest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტი ვუდმა ივარაუდა, რომ SEC რამდენიმე განაცხადს ერთდროულად დაამტკიცებს. 

CryptoQuant-ის ანალიტიკოსების აზრით თუ Bitcoin ETF დამტკიცდება, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრლ აშშ დოლარს მიაღწევს. ისინი ასევე პროგნოზირებენ პირველი კრიპტოვალუტის ფასის 50 000-73 000 აშშ დოლარამდე ზრდას. 

Link to comment
Share on other sites

კი ეგ დადგენილება 30000$-ან ლამის 180000$ გაზრდისო კურს, მანდ უბრალოთ დროის ფაქტორია, ზოგი ფორკასტები ძალიან ოპტიმისტიკურია მაგ მხრივ, ზოგიერთი უფრო პესიმისტიკური და ნაკლებ დაპამპვას პროგნოზირებს ან უფრო დიდ სროკებში, ანუ თუნდაც 2026 წლისთვის, მაგრამ ტომ ლი იძახის რომ ლამის 2024 წლის ბიტკოინის ჰალვინგამდე ავარდებაო ბიტკოინი 180000$ რაც ეხლა ფაქტიურათ დაუჯერებელია, მაგრამ 50000$ მაინც თუ ავიდა ეგ უკვე კარგი პროგრესი იქნება ეხლანდელი 30000$ ფონზე, თუმცა 2026-2027 მემგონი 200000$ აარტყამს ბიტკოინი უკვე, ეგ დადგენილება კი კურსზე ნამდვილათ იმოქმედებს, ანუ მაგის მიღება-არ მიღება სერიოზულათ გაზრდის ან პირიქით დაატორმუზებს დაბუსტვებს, 68000$ იყო ჯერ მაქსიმუმი, აი ეთერეუმზე ეგ ყველაფერი მცირე გავლენას ახდენს და მაქსიმალურათაა დასუსტებული ბიტკოინთან შეფარდებაში ეგ კოინი ეხლა, მაგაზეც რამე თუ არ მოიმოქმედეს შეიძლება კიდე გაიზარდოსო ბიტკოინის დომინაცია, რაც შეეხება ათასნაირ რეგულაციებს, ბიტკოინით და კრიპტოს ვაჭრობის წესებს და ცვლილებებს, უმრავლესობა მათგანი უკვე დადგენილია და ეგ ყველაფერი უკვე მოქმედებს ბიტკოინის კურსზეც, ანუ რამე თუ შეიზღუდა უკვე აისახება კურსზე და მეტს ხელს აღარ შეუშლის, თუმცა წესები შეიძლება კიდე უფრო გაამკაცრონ, მეორე მხრივ ჩანს რომ სეკის სხვადასხვა დადგენილებები და ახალი კანონები კრიპტოს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკმაოთ მოქმედებს ბიტკოინის კურსზე და არა მარტო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.