Jump to content

ხელოვნურმა ინტელექტმა ტექნოგიგანტებს ხელი შეუწყო ბაზრის კაპიტალიზაციის წელიწადში 2.4 ტრლნ აშშ დოლარით გაზრდაში


Recommended Posts

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების - Apple-ის, Microsoft-ის, Alphabet-ის, Amazon-ისა და NVIDIA-ს აქციების ღირებულება წელიწადში საშუალოდ 36%-ით - 2.4 ტრლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია Euroscape-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ვენჩურული კაპიტალის კომპანია Accel-მა წარადგინა. 

image.jpeg 

წყარო: accel.com 

ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯით გამოირჩეოდა NVIDIA, რომელიც „ტრილიონერების“ კლუბს შეუერთდა: ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 1 ტრლნ აშშ დოლარს აჭარბებს. კომპანიამ ასეთი შედეგის მიწევა შეძლო ამაჩქარებლების წყალობით, რომლებიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბევრ მოწინავე მოდელში გამოიყენება. 

წლის დასაწყისიდან 29%-ით გაიზარდა იმ კომპანიების ინდექსი, რომლებიც გვთავაზობენ ქლაუდ სერვისებს და მუშაობენ SaaS სქემით, მათ შორისაა Salesforce, Palantir და Unity. გასული წელი ამ სეგმენტისთვის უკიდურესად წარუმატებელი იყო: ინვესტორების გადინების გამო მათ 1.6 ტრლნ აშშ დოლარი დაკარგეს. ბაზარი იმაზე უფრო სწრაფად განიცდის აღდგენას, ვიდრე dotcom-ის კრახის შემდეგ: ტექნოლოგიური ინდექსი Nasdaq Composite უკვე 80%-ით გაიზარდა 18-თვიან მაქსიმალურ მაჩვენებელთან მიმართებაში. 

image.jpeg 

ქლაუდ და SaaS სეგმენტის ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები იყო: ამ მიმართულებით OpenAI-მ ყველაზე მეტი ფული - 10 მლრდ აშშ დოლარი მიიზიდა, Inflection იყო მეორე ადგილზე 1.3 მლრდ აშშ დოლარით. ევროპაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უმსხვილესი დეველოპერები იყვნენ ფრანგული კომპანიები: Hugging Face (235 მლნ აშშ დოლარი), Poolside (126 მლნ აშშ დოლარი) და Mistral AI (113 მლნ აშშ დოლარი). Unicorn-ების (კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატება) რაოდენობა დაბრუნდა პანდემიამდელ დონეს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის დეველოპერების წილი მათ შორის გაიზარდა: 40%-ით ევროპასა და ისრაელში და 80%-ით - შეერთებულ შტატებში. 

ტექნოლოგიურ ინდუსტრიას რთული წელი ჰქონდა: კომპანიები ნაკლებ ფულმოზიდვას ახერხებდნენ და მათი შეფასება მკვეთრად იკლებს. თავად მონაწილეები ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ზრდას და გაფართოებას, ვიდრე მოკლევადიან მოგებას, ხოლო კაპიტალი გაძვირდა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე. შედეგად Euroscape-ის სიაში ზრდის ტემპი შემცირდა საშუალოდ 2021 წლის პირველ კვარტლის 68%-იდან 2023 წლის მეორე კვარტალში 23%-მდე. 

და ბოლოს, მკვეთრად შემცირდა კომპანიების შერწყმის რაოდენობა, რომელშიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მონაწილეობენ. 2021 წელს მათი მონაწილეობით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა იყო 27, 2022 წელს - 26, წელს კი - მხოლოდ 10. ცოტა ხნის წინ უმსხვილეს გეიმინგ დეველოპერ Activision Blizzard-ის შეძენის პროცესი დაასრულა Microsoft-მა: შერწყმა კომპანიებისთვის ადვილი არ იყო. და მათ მოუწიათ მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგობის გადალახვა მთელ მსოფლიოში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.