Jump to content

გამოქვეყნდა ადამიანისმაგვარ რობოტ Figure 01-ის ვიდეო: მასში ინვესტიცია Intel-მაც კი ჩადო


Recommended Posts

მერიკულმა სტარტაპ Figure-მა გამოაწვეყნა რობოტ Figure 01-ის პირველი სადემონსტრაციო ვიდეო. რობოტს დანიშნულებაა ჩაანაცვლოს ადამიანური მძიმე მექანიკური სამუშაოები. კომპანია სწრაფად ავითარებს პროექტს, რობოტმა ბალანსის დაცვით სიარული ერთ წელზე ნაკლებ დროში ისწავლა. შემდეგი ეტაპია რობოტის ხელით მუშაობის დემონსტრირება და მისი მომზადება საწყობში მტვირთავად მუშაობისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Figure 

რობოტის სიმაღლეა 168 სმ, წონა - 60 კგ, მან უკვე განიცადა მოდიფიკაცია. ადრე წარმოდგენილი პროტოტიპებისგან იგი განსხვავდება პრიალა „ფოლადის“ კორპუსით. კომპანიამ ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში შეძლო პროექტში მოეზიდა 70 მლნ აშშ დოლარი, აქედან 9 მლნ აშშ დოლარი კომპანია Intel-ისგან მიიღო. უმსხვილესი მსოფლიო ჩიპმეიკერი ადამიანისმაგვარი რობოტისგან არა მხოლოდ სარგებელს ელის, არამედ ასევე იმედოვნებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მისი „ინტელექტის“ განვითარებაში.  

image.jpeg 

ორ ფეხზე გადასაადგილებლად Figure 01 იყენებს მოძრაობის მოდელს, რომელიც დამყარებულია განსწავლულ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყველა კიდურის ბალანსზე. რობოტს ეძლევა მხოლოდ მოძრაობის მიმართულება მისი ცალკეული მოძრავი ელემენტების მკაფიო ტრაექტორიის მითითების გარეშე. სიარულის დროს ალგორითმი ბრძანებებს აძლევს სახსრებს, რომლებიც აუცილებელია წონასწორობის შესანარჩუნებლად. ეს პროცესი მოიცავს როგორც ხელების, ასევე სხეულის მოძრაობებს. 

image.jpeg 

მთლიანობაში რობოტს თავისუფლების 41 დონე აქვს: 6-6 თითოეული ხელისთვის, 7-7 - ხელის მტევნებისთვის, 6-6 ფეხებისთვის და 3 - წელისთვის. კორპუსთან მიმართებაში თავი უმოძრაოა. ბატარეისთვის განკუთვნილია ზურგჩანთა. 

image.jpeg 

რობოტისთვის მტვირთავის უნარების სწავლებისთვის კომპანიამ სადემონსტრაციო საწყობი ააგო. Figure 01-ის ამჟამინდელ მოდიფიკაციას  20 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია, მან დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება 2024 წელს უნდა დაიწყოს - სწორედ ამ დროისთვის იმედოვნებს კომპანია რობოტის მასობრივი წარმოების დაწყებას. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/4da47jk6 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.