Jump to content

AMD-მ წარადგინა GeForce RTX 4060-ის კიდევ ერთი კონკურენტი - Radeon RX 6750 GRE - 269 აშშ დოლარიდან


Recommended Posts

კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი ვიდეო ბარათი. საუბარია Radeon RX 6750 GRE მოდელზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ - 10 და 12 გბ მეხსიერების მქონე ვერსიად. AMD აცხადებს, რომ ახალი ბარათის ორივე ვერსია უზრუნველყოფს ოპტიმალურ წარმადობას 1440p გაფართოების თამაშებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-ის ოფიციალური ინფორმაციით Radeon RX 6750 GRE-ის ორივე ვერსია უფრო სწრაფია Radeon RX 7600-თან შედარები, რომელიც RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული ვიდეო ბარათების ახალ სერიას მიეკუთვნება. Radeon RX 6750 GRE-ის ორივე მოდელი დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Navi 22-ზე. ჩიპის უფროსი ვერსია შეიცავს 40 შემსრულებელ ბლოკს 2560 ნაკადური პროცესორით, ასევე რეითრეისინგის აჩქარების 40 ბლოკს. GPU-ის საბაზისო სიხშირეა 2439 მჰც, Boost რეჟიმში ჩიპი მუშაობს 2581 მჰც სიხშირეზე. Radeon RX 6750 GRE 12 გბ მოდელის ენერგომოხმარება 230 ვატს შეადგენს. ბარათ აქვს 12 გბ GDDR6 მეხსიერება 192-ბიტიანი სალტეს მხარდაჭერით და კონტაქტზე 16 გბ/წმ სიჩქარით. გარდა ამისა, ახალ იდეო ბარათს გააჩნია 96 მბ Infinity Cache მეხსიერება. 

image.jpeg 

Radeon RX 6750 GRE 10 გბ ვერსიაში წარმოდგენილია შემცირებული Navi 22 გრაფიკული პროცესორი 36 შემსრულებელი ბლოკით, რომელიც მოიცავს 2304 ნაკადურ პროცესორს და რეითრეისინგის აჩქარების 36 ერთეულს. GPU-ს საბაზისო სიხშირეა 2189 მჰც, Boost რეჟიმში ჩიპი მუშაობს 2340 მჰც-მდე სიხშირეზე. Radeon RX 6750 GRE-ის ამ ვერსიის ენერგომოხმარებაა 170 ვატი. ბარათ აქვს 10 გბ GDDR6 მეხსიერება 160-ბიტიანი სალტეს მხარდაჭერით და კონტაქტზე 16 გბ/წმ სიჩქარით. ახალი GPU შეიცავს დამატებით 80 მბ Infinity Cache მეხსიერებას. 

image.png 

წარმადობას რაც შეეხება, Radeon RX 6750 GRE 10 გბ მოდელი დაახლოებით 10-15%-ით ნელია 12 გბ ვერსიასთა შედარებით. ორივე ბარათზე მხარდაჭერილია გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია FSR 3, თუმცა Anti-Lag+ შეყოვნების შემცირების ფუნქციის გარეშე, რომელიც RDNA 3 არქიტექტურისთვისაა ექსკლუზიური. ცხადია, Radeon RX 6750 GRE-ს ორივე ვერსია გამოცხადებული ფასის გათვალისწინებით განკუთვნილია GeForce RTX 4060-ის კონკურენციიისთვის, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მათ ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ უფრო ძვირადღირებული GeForce RTX 4060 Ti მოდელისთვის. 

AMD-ის შიდა გეიმინგ ტესტები 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

Radeon RX 6750 GRE ხელმისაწვდომი იქნება როგორც ეტალონურ ვერსიებად, ისე - AMD-ის პარტნიორი კომპანიების მიერ. ეტალონურ ვიდეო ბარათებს აქვს ორი კონექტორი დამატებითი კვებისთვის ( 8-და 6-პინიანი). Radeon RX 6750 GRE-ს ქასთომ-ვერსიების გამოშვება მოსალოდნელია ASUS-ის, Gigabyte-ის, PowerColor-ის, Sapphire-ის და XFX-ის მიერ. 

image.png 

RX 6750 GRE-ს ორივე ვერსია უკვე განიხილა ჩინურმა რესურსმა MyDrivers. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ახალი ბარათების წარმადობის შედარების გრაფიკები სხვა მწარმოებლების ვიდეო ბარათების მოდელების ფონზე 1080p და 1440p გაფართოების თამაშებში. 

image.png 

ფოოტოს წყარო: MyDrivers 

Radeon RX 6750 GRE 10 გბ ვარიანტი AMD-მ შეაფასა 269 აშშ დოლარად, ხოლო 12 გბ ვერსია - 289 აშშ დოლარად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.