Jump to content

ტექნოლოგია NVIDIA RTX Video Super Resolution ამუშავდა GeForce RTX 20-სერიის ვიდეო ბარათებზე


Recommended Posts

NVIDIA-მ განაახლა RTX Video Super Resolution (VSR) ტექნოლოგია 1.5. RTX VSR ვერსიამდე - ტექნოლოგია ზრდის ვიდეოს გაფართოებას, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და RTX-ის ტენსორულ ბირთვებს ვიდეოს ხარისხის გასაუმჯობესებლად Chrome ან Edge ბრაუზერებში. RTX VSR-ის ახალი ვერსია უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას დეტალების შენარჩუნებით და GeForce RTX 20 გრაფიკული პროცესორების მხარდაჭერას პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

RTX VSR-ის გამოყენებით ვიდეოს მასშტაბირებისას თითოეული კადრის ანალიზი ხდება ნეიროქსელის მიერ, რომელიც განსწავლულია კონტენტის ფართო სპექტრზე. შედეგი არის ის, რომ კიდეები და დეტალები გაუმჯობესებულია, არტეფაქტები აღმოჩენილია და აღმოფხვრილი, რის შედეგადაც NVIDIA-ს მტკიცებით გამოსახულებები "კიდევ უფრო მკაიფოა და ნათელი ორიგინალ ვიდეოსთან შედარებით". ინტერნეტ-ვიდეოების 90%-ზე მეტის გაფართოებაა 1080p ან ნაკლები, ამიტომ 1440p ან 4k დისპლეების მფლობელები დაინახავენ განახლებული RTX VSR ტექნოლოგიის უპირატესობას ინტერნეტში არსებული თითქმის ყველა ვიდეო კონტენტის შემთხვევაში. 

image.jpeg 

RTX VSR-ის ახალ ვერსიაში ნეიროქსელმა თავიდან ისწავლა უფრო ზუსტად განსაზღვროს განსხვავება გამოსახულების პატარა დეტალებსა და შეკუმშვის არტეფაქტებ შორის. RTX VSR-ის 1.5 ვერსია ახლა აგვარებს ვიდეოს არტეფაქტებს საწყისი გაფართოების პირობებშიც კი, რაც ადრე შესაძლებელი მხოლოდ გაფართოების გაზრდისას იყო. კომპანია ამტკიცებს, რომ RTX VSR უზრუნველყოფს 1080p ვიდეოს უფრო დინამიურ გაშვებას იმავე გაფართოების ეკრანებზე და უმკლავდება მძიმე შეკუმშვის არტეფაქტებსაც კი. 

გარდა ამისა, RTX VSR 1.5-ს შეეძლება იმუშაოს GeForce RTX 20 სერიის GPU-ებზე - ამ დრომდე VSR მოითხოვდა 30 და 40 სერიის ამაჩქარებლების უფრო ახალ ვერსიებს. 

RTX VSR 1.5 ტექნოლოგია შედის Game Ready-ის უახლეს დრაივერში, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდად. NVIDIA Studio-ს დრაივერებში, რომლებიც პროფესიონალური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ვიდეოს სუპერგაფართოების მხარდაჭერა ნოემბრის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.