Jump to content

Intel-მა წარადგინა პროცესორები Raptor Lake Refresh - განახლებული Core i7, აჩქარებული ხელოვნური ინტელექტი და ოპტიმიზაცია ძველ ფასად


Recommended Posts

Intel-მა წარადგინა მე-14 თაობის Core დესკტოპ პროცესორები, ასევე ცნობილი, როგორც Raptor Lake Refresh. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გახლავთ გასული წლის Raptor Lake ჩიპების უმნიშვნელო განახლება და რეალურად ახალი პროდუქტები განსხვავდება მხოლოდ ოდნავ გაზრდილი სიხშირეებით, თუმცა Core i7-ს დაემატა უფრო მნიშვნელოვანი განახლებები. მაგრამ რაც მთავარია, Intel-მა თავი შეიკავა ახალი პროცესორების ფასების გაზრდისგან. 

image.jpeg 

Intel-მა ჯამში წარადგინა ახალი თაობის ექვსი მოდელი: Core i9-14900K, Core i7-14700K და Core i5-14600K, აგრეთვე მათი KF სერიის ვერსიები, რომლებიც მხოლოდ ინტეგრირებული გრაფიკის არარსებობით განსხვავდება. Raptor Lake Refresh პროცესორებში კვლავ გამოყენებულია P-ბირთვები Raptor Cove და E-ბირთვები Gracemont, ამიტომ IPC-ის რაიმე გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის. თუმცა Intel 7-ის ტექნოპროცესის დაუზუსტებელმა გაუმჯობესებამ უზრუნველყო წარმადობის გაზრდა ძაბვა-სიხშირის მრუდის გაუმჯობესების გამო. უმეტესწილად ახალი პროცესორები წინამორბედებისგან განსხვავდება 200 მჰც-ით გაზრდილი სიხშირეებით, ასევე Core i7-ს დამატებით ოთხი ბირთვი აქვს. 

image.jpeg 

ხალი სერიის ფლაგმანია Intel Core i9-14900K, რომელსაც აქვს 24 ბირთვი (8 მძლავრი P-ბირთვი და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი), რომლებიც 32 ნაკადზე მუშაობენ. ამ პროცესორის ტაქტის სიხშირე 6 გჰც-ს აღწევს Thermal Velocity Boost რეჟიმში, თუმცა საუბარია ერთ ბირთვზე, რომელიც ამ სიხშირეს მხოლოდ საკმარისად მძლავრი გაგრილების სისტემის მეშვეობით მიაღწევს. ასეა თუ ისე, ეს მაჩვენებელი 200 მჰც-ით მეტია წინამორბედ Core i9-13900-თან შედარებით. 

image.jpeg 

რაც შეეხება Core i7-14700K-ს, მას აქვს 20 ბირთვი (რვა P და 12 E ბირთვი) და 28 ნაკადი. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე Turbo Boost Max 3.0 რეჟიმში ერთ ბირთვზე 5.6 გჰც-ს შეადგენს. და ბოლოს, Core i5-14600K-ს აქვს ექვსი დიდი და რვა მცირე ბირთვი და 20 ნაკადი. ავტომატური აჩქარების მაქსიმალური სიხშირე 5.3 გჰც-ია. 

image.jpeg 

image.jpeg 

Intel-ს Core i9-14900K წინამორბედთან არ შეუდარებია, მაგრამ ახალი ფლაგმანი შეადარა კონკურენტ AMD Ryzen 9 7950X, Ryzen 9 7950X3D და Ryzen 7 7800X პროცესორებს. კომპანია აღიარებს, რომ ზოგიერთ თამაშში მისი ფლაგმანი ჩამორჩება Ryzen 9 7950X3D-ს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი 23%-მდე უფრო სწრაფია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ფოტო-ვიდეოსთან სამუშაო პროფესიონალურ აპლიკაციებში, ასევე 2D- და 3D-პროექტირებაში Core i9-14900K და Core i7-14700K უზრუნველყოფენ შესაბამისად 17- და 14%-ით მაღალ წარმადობას Ryzen 9 7950X-თან შედარებით. 

image.jpeg 

Intel-მა ასევე შეადარა Core i7-14700K-ს წარმადობა წინამორბედებთან - Core i7-12700K-სა და 13700K-სთან. ახალი პროცესორი სოლიდურ უპირატესობას აფიქსირებს. წინა თაობის ჩიპთან შედარებით Core i7-14700K უზრუნველყოფს წარმადობის 14-დან 63%-მდე ზრდას - დამატებითი ბირთვები და სიხშირეები დიდ როლს ასრულებს. 

Raptor Lake Refresh-ში წარმოდგენილი არ არის ცალკე გამოყოფილი ნეირონული პროცესორი, როგორ მობილურ Meteor Lake-ში, თუმცა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. eXtreme Tuning Utility-ს (XTU) ფლაგინი Intel AI Assist აფასებს პროცესორს Intel-ის მიერ განსწავლული AI-ალგორითმების გამოყენებით და გთავაზობთ უამრავ დამატებით პარამეტრს, რომელთა ჩართვა შესაძლებელია პროცესორის აჩქარებისთვის. Intel-ის ბირთვებში ალგორითმის მუშაობაზე პასუხისმგებელია მათემატიკური ბიბლიოთეკები.  

image.jpeg 

აჩქარებისთვის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრისთვის AI Assist-ს სჭირდება დაახლოებით 35 წამი, რათა შეისწავლოს ტემპერატურის, ძაბვის, სიხშირეებისა და კვების მიწოდების მაჩვენებლები. როგორც ყოველთვის, ხელით მექანიკურ მომართვას შეუძლია აჩქარების უფრო მაღალი შედეგების უზრუნველყოფა. ინსტრუმენტი ჯერჯერობით მუშაობს მხოლოდ Core i9 პროცესორებთან, თუმცა დროთა განმავლობაში მისი მხარდაჭერა Core 14th  თაობის K სერიის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება, Intel-ის წინა თაობის ჩიპები კი AI Assist-ის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. ფუნქცია მუშაობს 600- და 700-სერიის დედა დაფებზე, ხოლო BIOS-ში შესაძლებელია მისი გამორთვა. აგრეთვე კვლავ შესაძლებელია Intel Performance Maximizer-ის (IPM) გამოყენება ავტომატური ქარებისთვის ერთი დაწკაპუნებით სტანდარტული ცდის და შეცდომის მეთოდიკის მეშვეობით, რასაც შეიძლება ერთი საათი ან მეტი დასჭირდეს. 

image.jpeg 

ახალ ჩიპებს ნაგულისხმევად აქვს ჩართული Intel Application Optimization (APO), რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს პროგრამებს და მათ საჭიროებებს და ანაწილებს CPU-ის რესურსებს რეალურ დროში აპლიკაციის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. თუმცა ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ პროგრამებთან, რომლებისთვისაც Intel-მა შექმნა პროფილები Dynamic Tuning Technology-ს ფარგლებში (იგი მუშაობს Thread Director-თან ერთად). ამჟამად APO-ს მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს აქვს - Rainbow Six: Siege-სა და Metro Exodus-ს, რომლებში, როგორც Intel ამტკიცებს, წარმადობა APO-ს ხარჯზე 13% და 16%-ით იზრდება, შესაბამისად. Intel-მა აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმ თამაშებისა და პროგრამების შეფასებას, რომლებიც უპირატესობას იძენენ APO-ს გამოყენებით, ხოლო მომავალში დაამატებს ახალ პროფილებს. 

Intel Raptor Lake Refresh-ზე მხარდაჭერილია ორარხიანი DDR4-3200 და DDR5-5600 მეხსიერება. XMP აჩქარების პროფილების მეშვეობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა DDR5-8000-თან და DDR5-8600-თანაც კი. ასეა თუ ისე, Intel აღნიშნავს, რომ DDR5 მოდულები ეფექტური 6000-6600 მჰც სიხშირით ოპტიმალურ ვარიანტად რჩება ფასი-წარმადობის მიმართების მხრივ. 

image.jpeg 

მე-14 თაობის ჩიპები უკუთავსებადია 600 და 700 სერიის დედა დაფებსა და LGA 1700 ქულერებთან. ტრადიციულად, დედა დაფების მწარმოებლებმა ასევე გამოუშვეს Z790 დაფების განახლებული ხაზი ახალ ჩიპებთან ერთად, რომელთაგან ბევრი აღჭურვილია უფრო ძლიერი ენერგოსისტემებით, ასევე USB Gen 3.2-ისა და Wi-Fi 7-ის მხარდაჭერით. 

სარეკომენდაციო ფასები იგივე დარჩა: Core i5-14600KF-ს ფასი 294 აშშ დოლარი, ხოლო ფლაგმანური Core i9-14900K-ის - 589 აშშ დოლარი. ახალი პროცესორები გაყიდვაში ახლა გამოვა, ხოლო Raptor Lake Refresh-ის დანარჩენ ნაწილს Intel მოგვიანებით, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში CES-ზე გამოუშვებს. 

  • Like 1
  • Thanks 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.