Jump to content

NYT: აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია ჩინური მაინინგ კომპანიების გამო


Recommended Posts

image.jpeg 

შშ-ში განთავსებული ჩინური მაინინგ კომპანიები ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შეშფოებას იწვევს. ამის შესახებ წერს The New York Times (NYT) ამერიკული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. 

კრიპტოვალუტის მაინინგის ბევრი მომპოვებელი კომპანია გადავიდა შტატებში 2021 წელს ჩინეთში ამ საქმიანობის აკრძალვის შემდეგ. NYT-ის ცნობით ზოგიერთ მათგანს კავშირი აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან სახელმწიფო ორგანიზაციებთან. 

ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც შეშფოთებას იწვევს, არის Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის და ქალაქ შაიენის (შტატი ვაიომინგი) სამხედრო ბაზის სიახლოვეს არსებული საწარმო. საერთაშოორისო ინვესტიციების კომიტეტის 2022 წლის წლის აგვისტოს ანგარიშში კორპორაციის გუნდმა განაცხადა, რომ ასეთი ადგილმდებარეობა „შეიძლება ჩინელებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ოპერაციების ჩატარების საშუალებას აძლევდეს“. 

აშშ-ხელისუფლების ანონიმურმა წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ისინი აკვირდებოდნენ ვაიომინგის ობიექტს „რამდენიმე თვის განმავლობაში“ და „მიიღეს ზომები ნებისმიერი პოტენციური სადაზვერვო საფრთხის შესამცირებლად“. 

ქალაქს უკავშირდება Bit Origin – 2022 წლის ივნისში კომპანიამ განაცხადა შაიენის მაინინგ პლატფორმაზე ინვსტიციების განხორციელების შესახებ. გამოცემის კომენტარში მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომიტეტის მოთხოვნებს უპასუხეს. მაინერის პრეზიდენტის თქმით ლოკაცია შერჩეულ იქნა ადგილობრივ ელექტროენერგიის მმწოდებელთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ და არა Microsoft-თან ან სარაკეტო ბაზასთან სიახლოვის გამო. 

თუმცა, Bit Origin-ს არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩინეთის მთავრობასთან განსხვავებით YZY Capital Holdings-ისგან. ჟურნალისტების თქმით კომპანიას სავარაუდოდ აკონტროლებს კომუნისტური პარტიის წევრი და ბიზნესმენი იუან ციანემი და მან იყიდა მიწის ნაკვეთი Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის გვერდით. 

გამოცემამ ასევე დაადგინა ჩინეთის მფლობელობაში ან მართვის ქვეშ მყოფი მაინინგ კომპანიების არსებობა სულ მცირე 12 შტატში, მათ შორის არკანზასში, ოჰაიოში, ოკლაჰომაში, ტენესსა და ტეხასში. 

ტეხასის ხელისუფლება, როგორც სტატიაშია ნათქვამი, განსაკუთრებით კეთილგანწყობილია ინდუსტრიის მონაწილეების მიმართ. ამასთან, ადგილობრივი კანონმდებლობა კრძალავს უცხოურ საკუთრებაში არსებულ საწარმოებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წვდომას, თუმცა მედია მიუთითებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული საწარმოები აგრძელებენ მუშაობას. 

NYT-მა ასევე აღნიშნა, რომ მრავალი ობიექტი აღჭურვილია Bitmain-ის მოწყობილობებით. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელს არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩინეთის ხელისუფლებასთან, მისი ექსპორტის ნაწილი შეერთებულ შტატებში ხორციელდება Hainan Bitmain Technologies-ის შვილობილი კომპანიის მეშვეობით. ჟურნალისტების თქმით მისი მისამართი ვანინგში (ჰაინანი) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უკავშირდება. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არის მოძველებული მონაცემები. 

2021 წელს საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ კრიპტო ინდუსტრიის აკრძალვის ფონზე გუანჯოუში მდებარე ლოჯისტიკური კომპანია შეერთებულ შტატებში გადაიტანდა Bitcoin-ის მაინინგ მოწყობილობების პარტიას, რომლის წონაა 3000 კგ. 

მანამდე მაიამის მერმა ფრენსის სუარესმა ისაუბრა ჩინელი მაინერების ქალაქში მოზიდვის გეგმებზე მათთვის ბირთვულ ენერგიაზე წვდომის მიცემი. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა შეთავაზება ფედერალურ ბიუჯეტში 30%-იანი გადასახადი შესულიყო კრიპტოვალუტების მაინინგში გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. 

Marathon Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედ ტიელმა ივარაუდა მაინერების გადინება ოფშორულ იურისდიქციებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.