Magdalena Posted October 16, 2023 Posted October 16, 2023 სადღესასწაულო სეზონისთვის Microsoft-მა წარადგინა გეიმინგ ნაკრები Xbox Series S Starter Bundle. კომპანიამ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ნაკრებში შედის ყველაფერი, რც აუცილებელია ვიდეოთამაშებისთვის. ფოტოს წყარო: Microsoft Xbox Series S Starter Bundle-ში შედის თავად კონსოლი Xbox Series S 512 გბ SSD-ით, ერთი უსადენო კონტროლერი, აგრეთვე Xbox Game Pass Ultimate-ის სამთვიანი გამოწერა სერვის Game Pass-ის ასობით თამაშზე წვდომით, რომელთა შორისაა ახალი თამაშები Starfield, Forza Motorsport Lies of P, Party Animals და ბევრი სხვა. გარდა ამისა, Game Pass Ultimate მოიცავს წვდომას EA Play-ზე, მულტიფლეიერზე და სხვადასხვა თამაშის ბონუსებსა და ფასდაკლებებზე. Xbox Series S Starter Bundle მსოფლიოს მასშტაბით 31 ოქტომბრიდან 299.99 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულია, რომ Xbox-ის პარტნიორებს შორის საცალო მოვაჭრეები უკვე იღებენ წინასწარ შეკვეთებს ახალ პროდუქტზე. გასათვალისწინებელია, რომ თავად კონსოლის სარეკომედაციო ფასი არის 299 აშშ დოლარი, ხოლო Game Pass Ultimate-ის ერთთვიანი გამოწერა აშშ-ში - 16.99 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3w4b2k8t Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.