Jump to content

Honor-მა წარადგინა ხელმისაწვდომი Magic Vs2 - მიმდინარე წელს უკვე მესამე დასაკეცი სმარტფონი


Recommended Posts

Honor-მა წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Magic Vs2, რომელსაც აქვს 7.92-დუიმიანი შიდა დასაკეცი ეკრანი და Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 ჩიპსეტი. მოწყობილობა იწონის 229 გრამს, რის გამო, მწარმოებლის თქმით, იგი ყველაზე მსუბუქია კონკურენტ დასაკეც სმარტფონებს შორის. გაჯეტის სისქე დაკეცილ მდოგმარეობაში 10.7 მილიმეტრია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Honor 

Magic Vs2 კომპანიის მესამე დაასკეცი სმარტფონია მიმდინარე წელს, რომ არ ჩავთვალოთ მიმდინარე წლის დასაწყისში Magic VS-ს საერთაშორისო გამოშვება, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში 2022 წელს გამოვიდა. ივლისში საზოგადოებას წარუდგინეს Magic V2, გასულ თვეში კი - Magic V Purse. გასაკვირი არ არის, რომ გამოშვებებს შორის მცირე მანძილის გამო Magic Vs2-ს არ აქვს მკვეთრ ცვლილებებ წინა თაობის მოწყობილობასთან შედარებით,  პირიქით - მასში წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 პროცესორი, ხოლო V2 აგებულია უფრო უახლეს და ძლიერ Snapdragon 8 Gen 2 ჩიპსეტზე. 

image.jpeg 

HONOR Magic Vs2-ს აქვს 6.43-დუიმიანი გარე OLED-ეკრანი გვერდების შეფარდებით 2376 × 1060 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელია 2500 კდ/² და უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ კითხვადობას კაშკაშა შუქზეც. შიდა ეკრანის გაფართოებაა 2344 × 2156 პიქსელი, სიკაშკაშე - 1600 კდ/², 7.92-დუიმიანი ეკრანი საშუალებს იძლევა პროდუქტიულად გამოიყენოთ აპლიკაციები, თუნდაც ერთად რამდენიმე და ეფექტურად იმუშაოთ დიდი მოცულობის ტექსტებთან, რთულ ცხრილებთან, პრეზენტაციებსა და მაკეტებთან. სმარტფონს აქვს TÜV Rheinland სერტიფიკაცია ციმციმის გარეშე მუშაობისთვის გარე და შიდა ეკრანის სიკაშკაშის 3840-ჰერციანი რეგულირების წყალობით. 

image.jpeg 

Magic Vs2-ს აქვს ძირითადი 50-მეგაპიქსელიანი კამერა, 20-მეგაპიქსელიანი ტელეფოტოკამერა და 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო კუთხის მოდული. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ AI Motion Sensing Capture, 40x ზუმი და გაუმჯობესებული ალგორითმები პორტრეტებისა და ღამის სცენების გადაღებისთვის „გაძლევთ საშუალებას შექმნათ შედევრები ერთი შეხებით“. 

image.jpeg 

Magic Vs2-ს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რისი წყალობით, Honor-ის თქმით, იგი ავტონომიური მუშაობის დროით ლიდერ პოზიციას იკავებს დასაკეც სმარტფონებს შორის. სმარტფონთან ერთად მომხმარებელი მიიღებს 66-ვატიან საფირმო კვების ადაპტერს HONOR SuperCharge, რომლის მეშვეობით სმარტფონი სწრაფად იმუხტება, თანაც არ იწვევს ბატარეის ზედმეტ ცვეთას. სისტემური რესურსების საფრიმო ტექნოლოგიები HONOR GPU Turbo X და OS Turbo X საშუალებას იძლება მიღწეულ იქნას მაქსიმალური სიმძლავრე ზომიერი ენერგომოხმარებით. 

image.jpeg 

Honor-მა გამოაცხადა, რომ ახალ მოწყობილობას ექნება "ულტრა მსუბუქი ტიტანის სახსარი, რომელიც დამზადებულია მოწინავე 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით და უზრუნველყოფს სრულყოფილ ბალანსს წონასა და სიმტკიცეს შორის." სახრის მექანიზმი და საფირმო კონსტრუქცია „წყლის წვეთი“ უზრუნველყოფს მოსახერხებელ დაკეცვას და დაკეცილი გვერდების დაფიქსირებას. 

image.jpeg 

HONOR Magic Vs2 მუშაობს Android 13-ის ბაზაზე MagicOS 7.2-ით და მოსახერხებელი და პროდუქტიული ახალი ფუნქციებით, რომელთა შორისაა ეკრანის გაყოფის მრავალი რეჟიმი და ავტომატური გადახვევის ფუნქცია. გარდა ამისა, ტრადიციულად HONOR სმარტფონებისთვის ხელმისაწვდომია ეკოსისტემის ყველა ფუნქცია, რომელიც აფართოებს კომპანიის სმარტფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების ურთიერთქმედების შესაძლებლობებს. 

image.jpeg 

HONOR Magic Vs2 ვერსია 12 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ მეხსიერებით ღირს დაახლოებით 960 აშშ დოლარი, 16/512 გბ მოდელის - 1050 აშშ დოლარი. შედეგად მოწყობილობა შედარებით ხელმისაწვდომი გამოდის - შედარებისთვის, Honor Magic V2 შეფასებულია 1250 აშშ დოლარად. ახალი სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ფერებში: „Midnight Black, Violet Coral და Glacier Blue. 

image.jpeg 

საინტერესოა აღინიშნოს, რომ Honor-ის დასაკეცი სმარტფონების გამოშვებებს შორის იმდენად ცოტა დრო გავიდა, რომ Magic Vs2 გამოცხადდა ჩინეთში მანამდე, სანამ მისი წინამორბედები V2 ან V Purse საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდოდნენ, V2 ევროპაში გამოვა მომავალი წლის დასაწყისში და V Purse-ის გლობალური გამოშვება ჯერ არ არის დადასტურებული.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.