Jump to content

ედვარდ სნოუდენმა გაფრთხილება გამოთქვა Bitcoin- ETF-ის რისკებთან დაკავშირებით


Recommended Posts

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა (NSA) და ცენტრალური სადაზრვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა ისაუბრა პოტენციურ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტების კრიპტო ბაზარზე შესვლასთან, მათ შორის Bitcoin-ზე დამყარებულ საბირჟო ფონდებთან. 

image.jpeg 

კონფერენცია Bitcoin Amsterdam-ზე გამოსვლისას მან ფასზე ორიენტირებულ ინვესტორებს ურჩია ყურადღება გაამახვილონკრიპტოვალუტების რეალური გამოყენების შემთხვევებზე და არ უყურონ სქემებ და სანთლებ“. 

სნოუდენის თქმით ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებიდან კაპიტალის შემოდინებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს Bitcoin-ის ფასზე. თუმცა, დიდი მოცულობები ინსტიტუტებს „ზედმეტ ძალაუფლებას“ მიანიჭებს აქტივზე და რიგითი მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ გავლენა მოახდინონ მონეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე, თვლის ყოფილი აგენტი. 

მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ETF-ები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ ფინანსურ კომპანიებში, ფაქტობრივად „არეგულირებენ“ ციფრული აქტივების ბაზარს. 

სნოუდენმა ასევე ყურადღება გაამახვილა Bitcoin-ისრეალური ანონიმურობის ნაკლებობაზე“, რაც ადვილებს ხელისუფლებებს - თვალყური ადევნონ გარკვეულ ტრანზაქციებს. შედარებისთვის მან მოიყვანა სიტუაცია, როდესაც 2013 წელს მან გაავრცელა NSA-ს პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებით სერვერების საფასურის გადახდის საიდუმლო დოკუმენტები. 

დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ხელისუფლება გააკრიტიკა საკუთარი წესების დაწესებით კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების მცდელობის გამო და აღნიშნა, რომ "არ აინტერესებს რას ფიქრობს" SEC-ის თავმჯდომარე გრი გენსლერი. 

სნოუდენმა დეველოპერებს და ჩვეულებრივ მომხმარებლებს ურჩია  ფოკუსირება მოახდინონ Bitcoin-ის უფრო მეტ ანონიმიზაციაზე, რათა მოახდინონ სატოში ნაკამოტოს ხედვის რეალიზაცია. 

2022 წლის ივნისში სნოუდენმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები ღირებულია არა როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტი, არამედ როგორც გადახდის საშუალება. 

მან ადრე ისაუბრა თავის როლზე კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ მონეტ Zcash-ის გამოშვებაში. 

 

 

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი მაგ ადამიანის კომენტების ყურის დაგდება რამდენათ ღირს, მაგრამ შეიძლება კაკრაზ მაგ ბიტკოინის ETF გამოა რომ იზრდებოდა ბოლო პერიოდში ბიტკოინი, დაჟე იმ პერიოდში როცა დოუ და ოქროს კურსი ეცემოდა კარგათ და მაქსიმალურათ მაღალი დომინაცია კაკრაზ ბიტკოინს აქვს ეხლა 48%, რაც მგონი აქამდე 1100$ მილიარდიან კრიპტოს ჯამურ კაპიტალიზაციაზე არასდროს ქონია მგონი, ქონდა 2000-3000$ მილიარდზე შეიძლება ეგეც მაგხელაზე არც მაშინ იყო ასული ბიტკოინის დომინაცია, თუმცა ეხლა რაღაც გარდამტეხი პერიოდია მგონი, არ ჩანს ეს გაზრდები დროებითია, თუ მოგვიანებით სერიოზული დაპამპვა დაიწყება ბიტკოინის და შეიძლება პირველათ 35000 გაცდეს მინიმუმ წლის ბოლოსთვის, თუ პირიქით 28500$ ეგ მაქსიმუმია და 25000$ ქვემოთაც დააგდონ შეიძლება კურსი, ამ ეტაპზე 27000$-მდე ავიდა რამდენჯერმე ეგ 26500$ დაცემის შემდეგ, მანამდეც მაქსიმუმ დაწიეს 26000$, ეგ 25000$ დაცემის შემდეგ 11 სექტემბერს რაზეც იყო, ეხლა კი ჯერ 26500$ იყო მინიმუმი მარტო, ანუ ძალიან კარგათ დგას ბიტკოინი და საინტერესოა ეგ ამჯერათ რას მოასწავებს, მაღალ დაპამპვებს წლის ბოლოსთვის თუ კარგს არც არაფერს, რაც არ უნდა იყოს 9 აგვისტოს შემდეგ ფაქტია რომ ბიტკოინი ახლოსაც აღარ ყოფილა 30000$+ მაინც, ეგ ბოლო დღეა როცა მაგდენზე მაინც იდგა ეგ კოინი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.