Jump to content

Qualcomm მალე გამოუშვებს Snapdragon X-ს - პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ Arm პროცესორებს, რომლებსაც ადრე Oryon ერქვა


Recommended Posts

Qualcomm-მა ღონისძიება Snapdragon Summit-ის წინ განაცხადა პერსონალური კომპიუტერებისთვის გაკუთვნილი პროცესორების ხაზის რებრენდინგის შესახებ. ახალ ჩიპებში კომპანია უარს იტყვის Snapdragon 8cx მარკირებაზე და მის ნაცვლად გამოიყენებს სერიის ახალ დასახელებას - Snapdragon X. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე Qualcomm-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მარკეტინგის დირექტორმა Don McGuire-მა დაადასტურა, რომ Oryon პროცესორები იქნება პირველი, რომლებიც გამოვა ახალი სერიის სახელით. მან ისინი აღწერა, როგორც „კვანტური ნახტომები წარმადობასა და ენერგოეფექტურობაში“ და აღნიშნა, რომ „ჩვენს NPU-სთან ერთად [Snapdragon X] ჩიპები უზრუნველყოფს აჩქარებულ გამოცდილებას მოწყობილობებზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალ ეპოქაში“. 

Windows-ზე მომუშავე კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების ახალ Snapdragon X სერიაში გამოყენებული იქნება ახალი ლოგოტიპები, თუმცა Qualcomm მიგვანიშნებს, რომ მათზე მაინც ამოვიცნობთ ჩვეულ ცეცხლოვან ბურთს, რომელიც Snapdragon სერიის საფირმო ელემენტია. კომპანიის აზრით სახელში არსებული პრეფიქსი "X" დაგვეხმარება განვასხვავოთ კომპიუტერის სეგმენტის პროცესორები სხვა Snapdragon-ჩიპებისგან, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, სმარტფონებში. McGuire-ის თანახმად Snapdragon X სერიის პროცესორებში ასევე გამოყენებული იქნება „უფრო მკაფიო და გამარტივებული იერარქია“. 

მ დრომდე Qualcomm იყო ერთადერთი კომპანია, რომელიც უშვებდა Arm-ის ბაზაზე ერთკრისტალიან პლატფორმებს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. Arm-ზე დამყარებული პროცესორების მქონე კომპიუტერებისა და ლეპტოპების ძირითად მასას ბაზარზე უშვებს კომპანია Apple - Mac სისტემით. Oryon-სერიის მომავალი პროცესორებით Qualcomm აპირებს შეცვალოს ეს სიტუაცია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ბევრად უფრო მაღალ წარმადობას Qualcomm-ის წინა PC გადაწყვეტილებებთან შედარებით. ახალ პროცესორებში გამოყენებული იქნეNuvia-ს მიერ შემუშავებულძირითადი ტექნოლოგია, რომელიც Qualcomm-მა 2021 წელს 1.4 მლრდ აშშ დოლარად იყიდა. 

2022 წელს Qualcomm-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Cristiano Amon-მა კომპანიის ხელმძღვანელების გუნდთან შეხვედრაზე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა, რომ „Snapdragon PC პროცესორებიდან დაგროვილი ყველა წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით გარდამტეხი მომენტის დადგომა მოსალოდნელია 2024 წელს“. 

თუ Snapdragon X ჩიპები კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტური კონკურენცია გაუწიოს AMD-სა და Intel-ს კომპიუტერების ბაზარზე, მაშინ Arm-ის წილი სეგმენტში შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს Mac-ის დახურული გარემოს მიღმა. ამავე დროს, ბოლოდროინდელ შეტყობინებებში ნათქვამია, რომ Qualcomm-სა და ლეპტოპების ზოგიერთ OEM-მწარმოებელს შორის უთანხმოება წარმოიშვა პროცესორების დეველოპერების მოთხოვნის გამო - SoC Oryon-ის ნაცვლად გამოეყენებინათ საკუთარი კვების მართვის ინტეგრირებული სქემები (PMIC). აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება, თუ რომელი ლეპტოპები იქნება წარმოდგენილი საბოლოოდ ამ ჩიპების საფუძველზე. 

ღონისძიება Snapdragon Summit 24-26 ოქტომბერს გაიმართება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.