Jump to content

ახალი წესების მიხედვით - როგორ მოემზადნენ კრიპტო კომპანიები ახალი რეჟიმისთვის


Recommended Posts

image.png 

8 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა FCA-ს მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტების რეკლამირების ახალი რეჟიმი. მარეგულირებელმა უკვე დაასახელა ისინი, ვინც არ იცავს წესებს და კომპანიებმა ნაჩქარევად განაახლეს აპლიკაციები და ვებ-გვერდები. 

რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ სააგენტომ განაახლა არაავტორიზებული კომპანიების სია, რომლებიც „თავიდან უნდა იქნას აცილებული“. სია გაფართოვდა და მოიცავს 143 კომპანიას, მათ შორისაა HTX (ყოფილი Huobi) და KuCoin. კრიპტო ბირჟები Binance და Coinbase მონიშნული იყო, როგორც არასასურველი ჯერ კიდევ 2021 და 2022 წლებში. 

„ჩვენ ველით, რომ ბიზნესები, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმები, აპლიკაციების მარკეტები, საძიებო სისტემები, დომენის რეგისტრატორები და საგადახდო კომპანიები გაითვალისწინებენ ჩვენ მიერ გაცემულ გაფრთხილებებს და შეასრულებენ თავიანთ როლს გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლების უკანონო სარეკლამო აქციებისგან დაცვაში“, - განაცხადეს FCA-ში. 

ახალი რეჟიმის მიხედვით ყველა ორგანიზაცია, რომელსაც სურს ციფრული აქტივების პოპულარიზაცია, უნდა იყოს „ავტორიზებული ან დარეგისტრირებული FCA-ს მიერ, ან მათი კამპანია დამტკიცებული უნდა იყოს ავტორიზებული კომპანიისგან“. 

სარეკლამო მასალები უნდა იყოს „მკაფიო, სამართლიანი, არადამაბნეველი. შეიცავდეს თვალსაჩინო გაფრთხილებებს რისკებზე და არ უნდა აიძულოს ადამიანები ინვესტიციების განხორციელებაზე“. 

წესები ასევე ითვალისწინებს 24-საათიან გაგრილების პერიოდს ახალი მომხმარებლებისთვის, რათა მათ განიხილონ და გადაწყვიტონ ინვესტიციის ჩადება. ამრიგად, მომხმარებელი კრიპტოვალუტის შეძენას რეგისტრაციიდან მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ შეძლებს. 

FCA-ს აკრძალვაში ასევე მოხვდა სხვადასხვა აქცი, მათ შორის რეფერალური პროგრამები და ბონუსები „მეგობრის მოწვევისთვის“. 

„მომხმარებლებმა კვლავ უნდა იცოდნენ, რომ კრიპტოვალუტა ძირითადად არარეგულირებადი რჩება და მაღალი რისკის შემცველია. ვინც ინვესტიციას განახორციელებს, მზად უნდა იყოს, რომ შესაძლოა დაკარგოს მთელი თავისი ფული“, - აღნიშნეს მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა. 

მოთხოვნების შეუსრულებლობა განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად და ისჯება „განუსაზღვრელი ჯარიმით ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით“. 

სავაჭრო პლატფორმებმა და სხვა კრიპტო კომპანიებმა უკვე დაიწყეს ახალ კანონმდებლობასთან ადაპტაცია. 

Decrypt-ის თანახმად Coinbase-მა და Revolut-მა თავიანთ მომხმარებლებს ელ-ფოსტით შეატყობინეს ცვლილებების შესახებ, რაც მოიცავს დამატებით „რისკის უარყოფას“ კრიპტო ტრანზაქციებზე და მოთხოვნას - განაახლონ მობილური აპლიკაცია. 

Binance-მა გამოუშვა სპეციალური ვებ-გვერდი დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებისთვის. ბირჟამ ასევე განაახლა თავისი მობილური აპლიკაცია და ამტკიცებს, რომ შეესაბამება ახალ წესებს FCA-ში რეგისტრაციაზე ცოტა ხნის წინანდელი უარის შემდეგ. 

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანელი მომხმარებლებისთის მიუწვდომელია სასაჩუქრე ბარათები, რეფერალური ბონუსები და სიახლეებზე წვდომა განყოფილებებ- „აკადემია“ და „კვლევა“. 

მთელ მსოფლიოში კანონებთან შესაბამისობა Binance-ისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“, - ნათქვამია პრეს-რელიზში. 

ბირჟა OKX-მა ასევე გამოაცხადა შიდა წესებში ცვლილებების შესახებ. პლატფორმამ შეამცირა ხელმისაწვდომი ტოკენების რაოდენობა 40-მდე და დაამატა „მკაფიო გაფრთხილებები რისკების შესახებ“. 

თუმცა ყველას არ ჰქონდა დრო ინოვაციებისთვის მოსამზადებლად. სექტემბერში ბირჟა Bybit-მა გამოაცხადა დიდ ბრიტანეთში ოპერაციების შეჩერება. კომპანიამ მიზეზად დაასახელა რეგულაციის გამკაცრება, ამასთან მას მარეგულირებლისგან ლიცენზია არ მიუღია. 

აგვისტოში საგადახდო გიგანტმა PayPal-მა „დროებით“ შეაჩერა კრიპტოვალუტების შესყიდვის ფუნქცია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვის. სერვისის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად“. 

ბირჟა Kraken-მა, ინფრასტრუქტურის პროვაიდერმა MoonPay-მ, ძმები უინკლუოსების სავაჭრო პლატფორმა Gemini-მ, ვენჩურულმა ფონდმა Andreessen Horowitz-მა და კასტოდიალურმა სერვისმა Komainu-მ უკვე მიიღეს ბრიტანეთში ოპერირების დამტკიცება. 

2023 წლის ივლისში Ripple-მა FCA-ში განაცხადი შეიტანა კრიპტოს კომპანიად დარეგისტრირებისთვის. დეპარტამენტმა ასევე შეიტანა რეესტრში Bitcoin-ბირჟა Bitstamp-იც. 

სააგენტოს განცხადებით კრიპტო კომპანიების 291 განაცხადიდან მხოლოდ 38 დამტკიცდა - დაახლოებით 13%. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.