Jump to content

ამერიკულ IT-სექტორში უმუშევრობა იზრდება - ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნური ინტელექტია


Recommended Posts

გასულ თვეში უმუშევრობის დონე აშშ-ს IT სექტორში გაიზარდა 4.3%-მდე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საერთო ეროვნულ მაჩვენებელ 3.8%-ს. ეს შეიძლება მიუთითებდეს საწყისი დონის პოზიციებზე თანამშრომლების დაქირავების შენელებაზე ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ავტომატიზაციის გაფართოების გამო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: niekverlaan / Pixabay 

ამერიკელმა დამსაქმებლებმა დაამატეს 336 ათასი ახალი სამუშაო ადგილი სექტემბერში, რაც ყველაზე მაღალია იანვრის შემდეგ, აცხადებს აშშ-ს შრომის დეპარტამენტი (DOL). მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა ამერიკულ IT-ში გრძელდება, საერთო უმუშევრობის დონე შეერთებულ შტატებში რჩება ისტორიულად დაბალ დონეზე. 

საკონსულტაციო კომპანია Janco Associates DOL-ის მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ უმუშევარი IT მუშაკების რიცხვი აგვისტოს 106 ათასიდან სექტემბერში 117 ათასამდე გაიზარდა. IT სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებამ, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, ტელეკომუნიკაციებს, საინფორმაციო მომსახურებას და მონაცემთა დამუშავებას, ბოლო სამი თვის განმავლობაში 14300 შეადგინა. 

„ინფლაციისა და ენერგომატარებლების ღირებულების გათვალისწინებით კომპანიები ცდილობენ ხარჯები შეამცირონ“, - განაცხადა Janco Associates-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Victor Janulaitis-მა. 

გასული წლის განმავლობაში IT კომპანიების ხელმძღვანელები იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ ხარჯები ძვირადღირებულ IT პროექტებზე ქლაუდ სერვისებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე დანახარჯების შემცირების გზით. ამავდროულად, მათზე ზეწოლას ახდენენ ბიზნესის ლიდერები, რომ გააფართოვონ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ზოგი კი ამისთვის აუცილებელ რესურსებს იღებს. 

Janulaitis-ის თქმით ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება გამოიწვიოს საწყის დონის სამუშაო ადგილების შემცირება, როგორებიცაა მაგალითად მომხმარებელთა მომსახურება და ტელეკომუნიკაცია. ამჟამად კომპანიები არ ახორციელებენ მასიურ დათხოვნას ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის გამო, მაგრამ შეანელეს საწყისი დონის პოზიციებზე ადამიანების დაქირავება უფრო მაღალი დონის პოზიციებთან შედარებით. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საოფისე თანამშრომელი შიშობს სამუშაოს დაკარგვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო, ტექნოლოგია უკვე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მომზადების მასწავლებლები და ე.წ. მოთხოვნების შექმნის ინჟინრები. სავაჭრო ჯგუფ CompTIA-ს თანახმად განვითარებადი ტექნოლოგიური სამუშაოები შეადგენდა სექტემბერში IT სამუშაოების 26.5%-ს, აგვისტოში არსებულ 22%-თან შედარებით. ამ ვაკანსიების 36% ხელოვნური ინტელექტის სფეროს უკავშირდება. 

მჟამად ბევრი კომპანია აფასებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, ან ზრდის საკუთარი პერსონალის კვალიფიკაციას ამ სფეროში - თვლის CompTIA-ს კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი Tim Herbert, ასე, რომ ხელოვნური ინტელექტის სამუშაო სივრცეში დანერგვა არ გამოიწვევს თანამშრომლების რიცხვის ზრდას. 

„თანამშრომლები ამ ვითარებას ორი მხრიდან უყურებენ. ზოგ შემთხვევაში ისინი აცნობიერებენ, რომ მათი სამუშაოს ნაწილი შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, მაგრამ ამავდროულად აღიქვამენ მას, როგორც დროის გამოთავისუფლების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს გახდნენ უფრო კრეატიული“, - აღნიშნა ჰერბერტმა. 

IT სფეროს უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელების უმეტესობას არ სჯერა, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს IT მუშაკებს, რაც ხაზს უსვამს, რომ კადრების მოთხოვნა, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა მენეჯმენტში, კვლავ გადააჭარბებს მიწოდებას. რაც შეეხება სხვა სფეროებს, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები, ასევე IT პროექტების მენეჯმენტის, მონაცემთა ანალიტიკისა და ქლაუდ გამოთვლების სპეციალისტები IT სპეციალისტებს შორის ყველაზე მოთხოვნადად დარჩნენ გასულ თვეში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.