Jump to content

პირველ ევროპულ Exaflop-კლასის სუპერკომპიუტერ Jupiter-ს ექნება Arm-ჩიპები SiPearl Rhea და NVIDIA-ს ამაჩქარებლები


Recommended Posts

ევროპის მაღალი წარმადობის გამოთვლების განვითარების გაერთიანებულმა ორგანიზაციამ (EuroHPC JU)  НРС-კომპლექს Jupiter-ის შექმნისთვის კონტრაქტი დადო კონსორციუმთან, რომელშიც შედის Eviden (ფრანგულ კორპორაცია Atos-ის IT სერვისების ქვეგანყოფილება) და ParTec - სუპერკომპიუტერული აღჭურვილობის მწარმოებელი გერმანული კომპანია. 

პროექტი Jupiter 2022 წლის ივნისში დაანონსდა. საუბარი ეხება ევროპაში პირველ, ეგზაფლოპს-დონის სუპერკომპიუტერის შექმნას. სისტემა განთავსდება იულიხის (Jülich) კვლევით ცენტრში (FZJ), გერმანიაში და საფუძვლად დაედება სპეციალიზებული მოდულური არქიტექტურა პლატფორმა Eviden BullSequana XH3000-ის ბაზაზე პირდაპირი თხევადი გაგრილებით. 

პროექტის ჯამური ღირებულება 273 მილიონი ევროა მიწოდების, მონტაჟისა და მომსახურების ჩათვლით. თანხების ნახევარი უშუალოდ EuroHPC JU-დან შემოვა, დანარჩენი კი - გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროდან და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის კულტურისა და მეცნიერების სამინისტროდან. Eviden თვლის, რომ სუპერკომპიუტერის შექმნა ჯამში 500 მილიონი ევრო დაჯდება სისტემის წარმოებისა და მისი ხუთი წლის განმავლობაში სამუშაო ხარჯების გათვალისწინებით. LDC კომპლექსის აწყობა 2024 წლის დასაწყისში დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: europa.eu 

Jupiter-ის სრული მახასიათებლები ჯერ არ არის გახმაურებული, მაგრამ ცნობილია, რომ სუპერკომპიუტერი აწყობილი იქნება ამაჩქარებლების უაღრესად მასშტაბირებადი ბლოკისგან (Booster) და მჭიდროდ დაკავშირებული ზოგადი დანიშნულების კლასტერისგან (Cluster). პირველი მოიცავს NVIDIA-ს ჯერჯერობით გაუხმაურბელ ამაჩქარებლებს და Mellanox-ის მოწყობილობებს. საუბარია 260 კმ-ზე მეტი მაღალი ხარისხის სადენების გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს ქსელის 2000 ტბიტ/წმ-ზე მეტ სიმძლავრეს. თავის მხრივ, Cluster მოდულში წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტურ, მაღალი წარმადობის Arm პროცესორებ SiPearl Rhea, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ევროპული სუპერკომპიუტერებისთვის. 

მოსალოდნელია, რომ Jupiter-ის წარმადობა 1 Eflops-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ამჟამინდელ TOP500 რეიტინგში ყველაზე სწრაფი ევროპული სუპერკომპიუტერ Lumi ფინეთში. ეს კომპლექსი საერთო ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს 309.1 Pflops სიჩქარით (მაქსიმალური მაჩვენებელი 428.7 Pflops-ს აღწევს). ამრიგად, Jupiter შეძლებს Lumi-სთან შედარებით სამჯერ მეტი წარმადობის უზრუნველყოფას.  

EuroHPC JU-ის არჩევანი SiPearl Rhea Arm პროცესორების სასარგებლოდ იმედგაცრუებაა  AMD-სა და Intel-ისთვის. კერძოდ, Intel-მა 2022 წელს გამოაცხადა თავისი განზრახვა - ჩადოს 33 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია კვლევითი ცენტრებისა და წარმოების ობიექტების შესაქმნელად ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში. Jupiter-ის მოდულური კონსტრუქცია ითვალისწინებს, რომ სისტემას მომავალში შეიძლება დაემატოს დამატებითი ნოუდები, განსაკუთრებით x86 პროცესორებზე, მაგრამ ამჟამად ამგვარი გეგმები არ გამოცხადებულა. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპა ისწრაფვის ტექნიკის დამოუკიდებლობისკენ და ამიტომ იუპიტერისთვის Rhea ჩიპების არჩევანი მოულოდნელი არ არის. 

EuroHPC-ის ყველა სუპერკომპიუტერის მსგავსად Jupiter ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლების ფართო სპექტრისთვის აკადემიაში, ინდუსტრიაში და საჯარო სექტორში ევროპის მასშტაბით. სისტემის სიმძლავრის გამოყენება იგეგმება ხელოვნური ინტელექტის ამოცანებისთვის, მაღალი სიზუსტის მოდელირებისთვის, სამედიცინო კვლევებისთვის, გლობალური კლიმატის ცვლილების შესწავლისთვის, მოწინავე მასალების შემუშავებისდა სხვა რესურსებზე ინტენსიური მუშაობისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.