Jump to content

Samsung-მა გამოუშვა გარე პორტატული SSD T9 სიჩქარით 2000 მბ/წმ


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა გამოუშვა Portable SSD T9 სერიის გარე მყარი დისკები. სერია მოიცავს 1, 2 და 4 ტბ მოცულობის მოდელებს. ახალი პროდუქტები ძირითადად განკუთვნილია ციფრული კონტენტის შემქმნელებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

SSD-ებს USB Type-C 3.2 Gen2x2 ინტერფეისი აქვს. ყველა მოდელის თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარ 2000 მბ/წამამდეა. 1- და 2-ტერაბაიტიანი მოდელების თამიმდევრული ჩაწერის სიჩქარე 1950 მბ/წმ-ს შეადგენს, 4-ტერაბაიტიანისა - 2000 მბ/წმ-ს. კომპანია აღნიშნავს, რომ მოწყობილობებს შეუძლია 4 გბ ვიდეოფაილის Full HD ფორმატში გადაცემა დაახლოებით 2 წამში. 

image.jpeg 

SSD-ებს გამძლე კორპუსი აქვს. Samsung ამბობს, რომ მოწყობილობები გაუძლებს სამ მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნას. ასევე, პორტატულ SSD T9 გარე დისკებს შეუძლია იმუშაონ 0-დან 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე და შეინახონ ინფორმაცია -40-დან +85 გრადუსამდე გარემოს ტემპერატურაზე. 

image.jpeg 

პორტატულ SSD-ებს აქვს AES-256-ბიტიან დაშიფვრის მხარდაჭერა. SSD-ის მდგომარეობის მონიტორინგის და მართვისთვის კომპანია გვირჩევს გამოვიყენოთ საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Magician Software 8.0. 

image.jpeg 

SSD-ების ზომაა 88 × 60 × 14 მმ, წონა - 122 გრამი. მხარდაჭერილია ოპერაციული სისტემები Windows, macOS და Android. 

image.jpeg 

Samsung Portable SSD T9 1, 2 და 4 ტბ მოცულობის დისკების ღირებულება 140, 240 და 440 აშშ დოლარია, შესაბამისად. მათ მოყვება ხუთწლიანი მწარმოებლის გარანტია. ახალი მოწყობილობები გაყიდვაში 3 ოქტომბერს გამოვიდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.