Jump to content

Google-მა წარადგინა Pixel 8 და Pixel 8 Pro 9-ბირთვიანი ჩიპებით, ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციებით და განახლებული კამერებით


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Google-მა წარადგინა ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონები - Pixel 8 და Pixel 8 Pro. მათ აქვთ წინამორბედის მსგავსი, უკვე ნაცნობი დიზაინი, ახალი ელექტრონული კომპონენტები და მხარდაჭერის დიდი ვადა - Google-მა განაცხადა, რომ სმარტფონებისთვის Android-ის განახლებას 7 წლის განმავლობაში გამოუშვებს. აგრეთვე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ბევრი ფუნქცია, რომელიც პირდაპირ სმარტფონში მუშაობს. 

image.jpeg 

Pixel 8 და Pixel 8 Pro აგებულია ერთკრისტალიან პლატფორმა Tensor G3-ზე, რომელსაც არატიპური ცენტრალური პროცესორი აქვს - იგი მოიცავს 9 ბირთვს ტრადიციული რვისგან განსხვავებით და მუშაობს 2.91 გჰც-მდე სიხშირეზე. ჩიპი მოიცას ერთ მძლავრ ბირთვ Cortex-X3-ს, ოთხ მაღალი წარმადობის Cortex-A715 ბირთვსა და ოთხ ენერგოეფექტურ Cortex-A510 ბირთვს. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია Mali-G715. Pixel 8-ს აქვს 8 გბ ოპერატიული და 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერება, ხოლო Pixel 8 Pro-ს - 12 გბ ოპერატიული და 128, 256 ან 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. მეხსიერების ბარათის სლოტები ხელმისაწვდომი არ არის. 

image.jpeg 

Pixel 8 Pro-ს აქვს 6.7-დუიმიანი OLED LTPO დისპლეი QHD+ გაფართოებით, 120 ჰერც კადრის განახლების სიხშირით და 2400 კდ/2-მდე სიკაშკაშით. Pixel 8-ს აქვს 6.2-დუიმიანი OLED LTPO ეკრანი Full HD+ გაფართოებით, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 2000 კდ/2-მდე სიკაშკაშით. აღსანიშნავია, რომ უმცროსი მოდელი წინამორბედთან შედარებით უფრო კომპაქტურია - Pixel 7-ს 6.2-დუიმიანი დისპლეი აქვს. 

 
 
 
 
 
 

image.jpeg 

 
 
 
 
 

 

 
 
 
 
 

image.jpeg 

მარცხნივ - Pixel 8, მარჯვნივ - Pixel 8 Pro 

Pixel 8 Pro-ს სამი უკანა კამერა აქვს. მთავარი მოდული აგებულია 50-მეგაპიქსელიან სენსორზე გამოსახულების გაუმჯობესების სტაბილიზაციით და გააჩნია f/1.7 ფოტოძალის ოპტიკა. ფართო კუთხის მოდული 48-მეგაპიქსელიანია ისევე, როგორც მესამე კამერა ტელეობიექტივით და ხუთმაგი ზუმით. სამივე კამერაზე მხარდაჭერილია ფაზური ავტოფოკუსი. აგრეთვე Pixel 8 Pro-ს აქვს 30-მაგი ციფრული Super-Res ზუმის მხარდაჭერა. ფრონტალური კამერა 10.5-მეგაპიქსელიანია და აქვს ავტოფოკუსის მხარდაჭერა. Pixel 8 Pro-ს კამერების სიახლოვეს განთავსებულია ახალი სენსორი კანის ტემპერატურის განსაზღვრისთვის - Melexis MLX90632, რომლის ერთადერთი დანიშნულება ტემპერატურის გაზომვაა და არანაირ ფოტოგრაფიულ ფუნქციას არ უზრუნველყოფს. 

image.jpeg 

Pixel 8-საც აქვს ახალი ფართო კუთხის კამერა, თუმცა Pixel 8 Pro-სგან განსხვავებით იგი 12-მეგაპიქსელიანია და გააჩნია ავტოფოკუსის და მაკროგადაღების მხარდაჭერა. მის გვერდით განთავსებულია 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა 8-მაგი ციფრული Super-Res ზუმით. ტელეობიექტივის მოდული ჩვეულებრივ Pixel-ს არ აქვს. Pixel 8-ზე Pro ვერსიის მსგავსად 10.5-მეგაპიქსელიანი სელფი კამერაა წარმოდგენილი. 

image.jpeg 

Pixel 8 სერიის სმარტფონებმა მიიღეს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული მთელი რიგი ინტეგრირებული ფუნქციები ფოტოებთან მუშაობისთვის. შესაძლებელია ბუნდოვანი ფოტოს სიმკვეთრის გაზრდPhoto Unblur-ის მეშვეობით, ხელმისაწვდომია ინსტრუმენტი ფოტოს მარტივი რედაქტირებისთვის - Magic Editor, ფუნქცია Best Take საშუალებას იძლევა ფოტოზე მოხდეს სახის ჩანაცვლება ამავე ადამიანის სხვა ფოტოებიდან, Macro Focus უზრუნველყოფს საუკეთესო მაკროგადაღებას, ხოლო Zoom Enhance აუმჯობესებს ახლო ხედიდან გადაღებულ ფოტოს ხარისხს. Pixel 8 Pro-ში ასევე გამოჩნდა ფუნქცია Pro Controls კამერის ხელით მართვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობისთვის - Pixel 8 მოდელს ასეთი რამ არ გააჩნია. 

Pixel 8 Pro-ში მოცემულია 5050 მა/სთ მოცულობის ბატარეა 30-ვატიანი სადენიანი და 23-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით. Pixel 8-ს აქვს 4575 მა/სთ მოცულობის ბატარეა 27-ვატიანი სადენიანი და 18-ვატიანი უსადენო დამუხტვით. ორივე სმარტფონზე მხარდაჭერილია Wi-Fi 7. 

სმარტფონები ქარხნულად წარმოდგენილია უფასო VPN-ით Google One-ისგან და დაპირებით, რომ ოპერაციული და უსაფრთხოების სისტემების განახლება 7 წლის განმავლობაში მოხდება. აღვნიშნავთ, რომ ბოლო iOS 17 ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 5 წლამდე ასაკის მოწყობილობებისთვის. ხმოვან დამხმარე Google Assistant-საც შეეხოო გარკვეული განახლებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, თუმცა იგი ჯერ კიდევ შორსაა სრულფასოვანი Google Bard ბოტისგან. Google აცხადებს, რომ ასისტენტი შეძლებს უკეთ გაიგოს მეტყველება და უფრო ეფექტური იყოს პაუზებისა და მაკავშირებლების ამოცნობაში, როგორიცაა „ჰმ“. მას ასევე შეეძლება ვებ-გვერდების თარგმნა და ხმამაღლა წაკითხვა. კლავიატურასაც დაემატება ცოტა ხელოვნურ ინტელექტ ბეჭდვითი და გრამატიკული შეცდომების ერთი შეხებით გამოსწორების შესაძლებლობით. 

Google Pixel 8 128 გბ მოდელის ფასი აშშ-ში 699 აშშ დოლარი იქნება, ევროპაში - 799 ევრო, ხოლო Google Pixel 8 Pro ამავე მოცულობის მეხსიერებით შეფასებულია 999 აშშ დოლარად და 1099 ევროდ, შესაბამისად. Pixel 8-ს მყიდველები საჩუქრად მიიღებენ ყურსასმენ Pixel Buds Pro-ს, Pixel 8 Pro-ს მყიდველები კი - სმარტ საათ Pixel Watch 2-ს. სმარტფონებზე წინასაწარი შეკვეთები უკვე მიიღება, გაყიდვები კი მომავალი კვირიდან დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.